2025-06-02

20:53

პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების მეოთხე დღეს საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა

სპორტი
02-09-2024 08:02
პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშების მეოთხე დღეს ქართველმა პარასპორტსმენმა გიგა ოჩხიკიძემ სადებიუტო პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა მძლეოსანმა ბირთვის კვრაში კვლავ ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოუტანა. მან ბირთვის 9,66 მეტრზე კვრა შეძლო და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
აღსანიშნავია, რომ ირანის, მაროკოსა და პოლონეთის პარალიმპიური დელეგაციების პროტესტის შემდეგ ქართველი სპორტსმენის შედეგი - 9,21 და 9,66 მეტრი გაუქმდა, მაგრამ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა და კომიტეტის სხვა წარმომადგენლებმა მყისიერად დაწერეს შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებული საჩივარი, რომელიც ტურნირის მთავარმა მსაჯებმა დააკმაყოფილეს.
გიგა ოჩხიკიძის მოპოვებული ჯილდო საქართველოსთვის პარალიმპიური თამაშების ისტორიაში მეექვსე მედალია. აღსანიშნავია, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ამასთანავე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედალი მოიპოვა.
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე R5 კატეგორიაში პნევმატური შაშხანის 10 მეტრზე სროლაში იასპარეზა ლადო ჭინჭარაულმა. მან 632,4 ქულა დააგროვა, რაც ფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ფინალში ასპარეზობის უფლება რვა საუკეთესო შედეგის მქონე პარასპორტსმენმა მოიპოვა.
ქართველი პარამსროლელი 4 სექტემბერს R9 კატეგორიაში 50 მეტრზე სროლაშიც იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ლადო ჭინჭარაული 2024 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი სწორედ R9 კატეგორიაში გახდა.
2 სექტემბერს პარალიმპიადაზე ქართველი პარასპორტსმენები არ იასპარეზებენ. მედლებისთვის ბრძოლაში 3 სექტემბერს ჩაერთვებიან ეტლით მოფარიკავეები ირმა ხეცურიანი (ხმლით ფარიკაობა, კატეგორია B ) და ნინო თიბილაშვილი (ხმლით ფარიკაობა, კატეგორია A).
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს სადებიუტო პარალიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები