2025-10-19

06:34

პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა!

სპორტი
29-08-2024 10:34
პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის მედროშე პარაწოლჭიმელი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი აკაკი ჯინჭარაძე იყო.
საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველად სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზებს. ესენი არიან:
ეტლით მოფარიკავეები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი; პარამძლეოსნები გიორგი ოჩხიკიძე (ბირთვის კვრა) და დავით ქავთარაძე (სიგრძეზე ხტომა); პარატაეკვონდოისტები ანა ჯაფარიძე (-54 კგ), ლია ჩაჩიბაია (-47 კგ), გიორგი ნიკოლაძე (-70 კგ); პარამსროლელი ვლადიმერ ჭინჭარაული (შაშხანით სროლა R4 და R5 კატეგორიებში 10 მეტრზე და R9 კატეგორიაში 50 მეტრზე); პარაძიუდოისტები: ზურაბ ზურაბიანი (-60 კგ), გიორგი ქალდანი (-73 კგ), ინა ქალდანი (+70 კგ), ლაშა ყიზილაშვილი (-90 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ); პარაწოლჭიმელი აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ).
პარალიმპიადის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი ესწრებოდა.
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე 4 400 სპორტსმენი 22 სპორტის სახეობაში იასპარეზებს.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები