2025-07-02

09:34

გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს ნაპოვნია ძვ. წ. VII საუკუნეში გარდაცვლილი ქალის სამარხი

კულტურა
27-08-2024 11:44
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით კასპის რაიონის სოფლების - იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდ. ლეხურის მარჯვენა ნაპირთან წამომართულ გრაკლიან გორაზე უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება.
ამჟამად მიმდინარეობს გათხრები I, III, IV და V ტერასებზე. ასევე, მიმდინარეობს პირველ ტერასაზე N4 თხრილში მდებარე N1-N2 სახლების პრეპარაცია და გამოვლენილია ძვ. წ. II საუკუნის პირველი ნახევრის შენობების ნგრევის კვალი, თუმცა ამ ორ ნაგებობას შორის შემორჩენილია ვიწრო „ქუჩის“ ნაშთიც, რაც, შესაძლოა, სამოსახლოს რეგულარულ დაგეგმარებაზე მიუთითებდეს.
გრაკლიანი გორის მეოთხე ტერასაზე მიმდინარეობს წარწერების სინქრონული - ძვ. წ. X საუკუნის ორი ძლიერ დაზიანებული შენობის შესწავლა, ხოლო V ტერასაზე მთავრდება ცერემონიული დარბაზის გათხრა. აქ გამოვლინდა საკურთხეველზე დასვენებული მცირეწლოვანი ბავშვის სამარხი, დარბაზის აღმოსავლეთით კი - ძვ. წ. VII საუკუნეში გარდაცვლილი ქალის სამარხი.
არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს ელექტორნულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია - ა(ა)იპ „არქეოლოგიური ასოციაცია“. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად გამოყო 50 000 ლარი.
სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი.
ინფორმაციისთვის: 2022-2023 წელს საველე სამუშაოები მიმდინარეობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით.
გრაკლიანი გორა უიშვიათესი არქეოლოგიური ძეგლია, სადაც აღმოჩენილია 11 სხვადასხვა პერიოდის კულტურული ნაშთები ქვის ხანიდან (დმანისის სინქრონული ნაშთები) ქრისტიანობამდე.
გრაკლიან გორაზე გაკეთდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური აღმოჩენა - გაითხარა ძვ. წ. X საუკუნის წარწერებიანი ტაძარი. ეს არის საქართველოში უძველესი წარწერები. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა ქართული სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და ქვეყნის ინტელექტუალური პროგრესის შესახებ წარმოდგენა და საქართველო უდიდესი ცივილიზაციების გვერდით დააყენა.
2015 წელს გრაკლიან გორას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები