სად გაიმართება უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტი?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სასურველია უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებში ჩატარდეს და ისინი კომუნიკაციაში არიან ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა თურქეთი, საუდის არაბეთი და კატარი.
სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ზელენსკიმ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის კიევში ვიზიტის შემდეგ შეფასებები გააკეთა ინდოელ ჟურნალისტებთან.
ვ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებში ჩატარდეს. ზელენსკიმ თქვა: „შემიძლია ვთქვა, რომ არიან ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი, კატარი და თურქეთი, რომლებსაც ჩვენ ვემხრობით, რომ ჩატარდეს მეორე სამშვიდობო სამიტი. ასევე მინდა განვაცხადო, რომ ინდოეთსაც შეუძლია უმასპინძლოს სამიტს. თუმცა, მსურს ნათლად განვაცხადო, რომ ეს სიტუაცია ეხება არა მხოლოდ ინდოეთს, არამედ ყველას, ვისაც აქვს დადებითი მიდგომა მეორე სამიტის მიმართ“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი არ იყო მიწვეული უკრაინის სამშვიდობო სამიტზე, რომელსაც შვეიცარიამ უმასპინძლა 16 ივნისს. სამიტი, რომელიც 90-ზე მეტი ქვეყნისა და ორგანიზაციის მონაწილეობით გაიმართა, ბიურგენშტოკის დეკლარაციის მიღებით დასრულდა.
ნანახია: 777
მსგავსი სიახლეები

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss