2025-10-24

19:58

ჩინეთი 5 სხვადასხვა რეგიონში 11 ახალ ატომური ენერგიის რეაქტორს ააშენებს

მსოფლიო
23-08-2024 11:40

ჩინეთის 5 სხვადასხვა რეგიონში 11 ახალი ატომური ენერგიის რეაქტორის მშენებლობაზე თანხმობა მიიღეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო საბჭომ, რომელიც ასრულებს ქვეყანაში მინისტრთა კაბინეტის ფუნქციას, გუშინწინ გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტა აშენდეს ახალი ბირთვული რეაქტორები ჩრდილოეთით შანდონში, აღმოსავლეთში ჯიანსუში და ციანგში, სამხრეთში გუანდონგის პროვინციებსა და გუანქსი კუანგის ავტონომიურ რეგიონში.

სავარაუდოა, რომ 11 ახალი რეაქტორის ღირებულება დაახლოებით 220 მილიარდი იუანი (30,85 მილიარდი დოლარი) იქნება.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩინეთის გენერალური ბირთვული ენერგეტიკული კორპორაცია (CNGP) განახორციელებს 6, ჩინეთის ეროვნული ბირთვული ენერგიის კორპორაცია (CNNC) 3 და სახელმწიფო ენერგო ინვესტიციის კორპორაცია (SPIC) 2 რეაქტორის მშენებლობას.

ჩინეთმა 2022 და 2023 წლებში დაამტკიცა 10 ახალი რეაქტორის მშენებლობა.

ჩინეთი, რომელსაც ამჟამად 55 აქტიური ბირთვული რეაქტორი აქვს, ყველაზე მეტი რეაქტორის მქონე ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის შემდეგ.

ქვეყანა მიზნად ისახავს პროექტში ან მშენებლობაში არსებული 36 რეაქტორის დამატებით გახდეს მსოფლიო ლიდერი ბირთვული ენერგიის სიმძლავრეში 2030 წლისთვის.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები