საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მოქმედ და ახლადდანიშნულ ხელმძღვანელებს შეხვდა

2024 წლის 21 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მოქმედ ხელმძღვანელთან ჰოროუკი მორისთან და ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან ვაკუი ჯუნჯისთან.
შეხვედრის დროს ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჰოროუკი მორის მადლობა გადაუხადა საქართველოში მისი მოღვაწეობის პერიოდში, განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, ასევე, სააგენტოს მიერ საქართველოსთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრის მოადგილემ წაკუი ჯუნჯის მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
საუბარი შეეხო საქართველოს და იაპონიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და იაპონიის ოფიციალური დახმარების, კონკრეტულად კი JICA-ს საქმიანობის მნიშვნელობას საქართველოს სტაბილური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში. ამასთან, საუბარი შეეხო JICA-ს მიერ 2024-2025 წლებში საქართველოსთვის შემუშავებულ ქვეყნის დახმარების პოლიტიკის პრიორიტეტულ სფეროებს. ამ მხრივ კმაყოფილებით აღინიშნა იაპონელი პროფესიონალი მოხალისეების ჩამოსვლა საქართველოში, სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მაღალი დონის თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება და თვისებრივად ახალ საფეხურზე ავა მომდევნო წლებში, რაც ორივე ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს პასუხობს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო ურთიერთქმედების გაგრძელებაზე, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის სფეროში არსებული პოტენციალის სრულ რეალიზაციას.
ნანახია: 693
მსგავსი სიახლეები

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss