აზერბაიჯანს BRICS-ში გაწევრიანება სურს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიჰან ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ BRICS-ის წევრობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
მათი ცნობით, თავის განცხადებაში ჰაჯიზადემ აღნიშნა: „აზერბაიჯანმა ოფიციალურად მიმართა BRICS-ის წევრობისთვის“.
3-4 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოთა მეთაურთა სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის „სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების ერთობლივი დეკლარაცია“ მიიღეს.
დეკლარაციაში აღინიშნა, რომ აზერბაიჯანს სურს გაწევრიანდეს BRICS-ში და რომ ჩინეთი მიესალმა ამ თხოვნას.
რუსეთის პრეზიდენტის პუტინის აზერბაიჯანში 18-19 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანის გაწევრიანებას BRICS-ში.
ნანახია: 802
მსგავსი სიახლეები
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss