საქართველოსა და ურუგვაის შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა

2024 წლის 15 აგვისტოს, საქართველოსა და ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ვირტუალურ ფორმატში, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია უძღვებოდა, ხოლო ურუგვაის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლას ალბერტონი.
კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. განსაკუთრებით აღინიშნა პოლიტიკურ დონეზე არსებული პოზიტიური დინამიკა, რაც გამოიხატება, სხვადასხვა დონეზე, ორმხრივი შეხვედრებისა და ვიზიტების სიხშირეში. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ყველა შესაძლო მიმართულებით გააქტიურების აუცილებლობა.
სხვა საკითხებთან ერთად, კონსულტაციების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურის და განათლების მიმართულებით არსებული პოტენციალის გაღრმავების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი სამართლებრივი ბაზის შემდგომი სრულყოფის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საქართველოსა და ურუგვაის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებებზე და დაადასტურეს ამ კუთხით ნაყოფიერი ურთიერთქმედების გაგრძელების მზაობა.
მინისტრის მოადგილეებმა ასევე მიმოიხილეს გლობალური საკითხები და გაცვალეს ინფორმაცია შესაბამის რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ ურუგვაის მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ რეგულარული დიალოგი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის.
ნანახია: 697
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემ
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით
ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია
ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
clickss