2024-12-30

20:28

გაერო-ს უშიშროების საბჭომ, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა

პოლიტიკა
15-08-2024 14:25

2024 წლის 14 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. ამის შესახებნიუს დეი საქართველოს“ საგარეო სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა გაეროსთან მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ფრანჩესკა გატი, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტასა და სლოვენიის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების - დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა.

განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ 16 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიებზე უკანონო შეჭრის შემდეგ. 2008 წელს, საქართველოში შეჭრით, გამოვლინდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერება მისი მეზობელი ქვეყნებისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისადმი. 

ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და  შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის გამო. მათ დაგმეს საქართველოს განუყოფელ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის  სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგძრობადი უკანონო განლაგება, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს ქარტიას, რუსეთის ეფექტური კონტროლი, და ამ რეგიონების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, რომლებიც ორივე რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, იუსტიციის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ინკორპორირებას ისახავს მიზნად, მათ შორის, ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების - ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარება.

აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტას, სლოვენიის, დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

მსგავსი სიახლეები

2024-12-29 13:04
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა

შეგახსენებთ, რომ მ. ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს და თანამდებობას ხუთი წლის

2024-12-28 15:10
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა

სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე და ქალაქ თბილისის

2024-12-28 14:29
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა ერთადერთი რამის გამ

თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად

2024-12-28 14:13
პოლიტიკა

„ქართული ოცნების" დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება!

გარდა ამისა, მათ ჩაუხერგეს გზა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს - მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის დიდი

2024-12-27 11:24
პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქციები გრძელდება

დღის განმავლობაში დემონსტრანტებმა სხვადასხვა ქუჩაზე მსვლელობა გამართეს და, წინა დღეების მსგავსად, საღამოს პარლამენტის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები