ანკარაში თურქეთ-თურქმენეთის მაღალი დონის შეხვედრები იმართება

დღეს და ხვალ, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი და თავდაცვის მინისტრი ბეგენჩ გუნდოგდიევი დედაქალაქ ანკარაში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავენ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, თურქმენი მინისტრები ანკარაში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც მიიღო.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი თავის კოლეგა, რაშიდ მერედოვთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის, 5 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობის მიზნის მისაღწევად გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს.
შეხვედრაზე ასევე, თურქმენული გაზის, თურქეთის გავლით, ევროპაში მიწოდების საკითხიც განიხილება.
შეხვედრის ფარგლებში ასევე ყოვლისმომცველი შეფასება იქნება გაკეთებული, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციასთან მიმართებაში.
თავის მხრივ, ანკარაში ჩამოსული თურქმენეთის თავდაცვის მინისტრი ბეგენჩ გუნდოგდიევი დედაქალაქ ანკარაში თავის თურქ კოლეგა იაშარ გიულერს შეხვდება.
შეხვედრაზე, ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონალური და გლობალური საკითხები განიხილება.
ნანახია: 837
მსგავსი სიახლეები

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss