საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის მსოფლიო ბუდოსაიდან ქართული დელეგაცია წარმატებული დაბრუნდა

ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო შეფ ინსტრუქტორ, სენსეი ნაკამურა ტეცუჯისგან მეორე დანი მიენიჭათ!
ივლისის ბოლოს, კარატეს დაბადების ადგილას, იაპონაში, კუნძულ ოკინავაზე, გაიმართა საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის რიგით მე-9 მსოფლიო ბუდოსაი, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. სემინარებზე, 40 ქვეყნის 700 ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს გუნდიდან კი, სენსეი ლევან როგავას ხელმძღვანელობით 19 ადამიანი გაემგზავრა.
ქართული დელეგაცია შეჯიბრიდან ერთ-ერთ საუკეთესო შედეგით დაბრუნდა. ბუდოსაიზე, საჩვენებელ გამოსვლაში საქართველოს გუნდმა - ირიკუმი, ბრძოლის საჩვენებელი წარმოადგინა. ამასთანავე, საქართველოს გუნდის ორმა წევრმა, რეზო როგავამ და ნატალი ბიძინაშვილმა წარმატებით გაიარეს ქამრის საკვალიფიკაციო გამოცდა, რის შემდეგაც ფედერაციას მსოფლიო შეფ ინსტრუქტორ, სენსეი ნაკამურა ტეცუჯისგან მიენიჭათ მეორე დანი.
„მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა უკვე მესამეჯერ მოვხვედრილიყავი კარატეს დაბადების ადგილას - ოკინავაზე. ყოველი ჩამოსვლა სავსეა მრავალი ემოციითა და სიხარულით. ეს ბუდოსაიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემთვის, რადგან ოკინავაზე, ბუდოკანში გავიარე ქამრის გამოცდა და მომენიჭა მეორე დანი. მინდა ჩემი დიდი მადლიერება გამოვხატო ლევან როგავას მიმართ, რომლისგანაც უკვე 11 წელია ვიღებ არა მხოლოდ კარატეს ცოდნას, არამედ, როგორ გავხდე უკეთესი ადამიანი. მადლობა ნაკამურა სენსეის და მთელს გუნდს, ასეთი მრავლისმომცემი გამოცდილებისთვის,“ - აღნიშნავს ნატალი ბიძინაშვილი.
ცნობისათვის, გოჯუ-რიუ ტრადიციული კარატის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც იაპონიის უკიდურეს სამხრეთ კუნძულ ოკინავადან მომდინარეობს. სიტყვა „გო“ ნიშნავს მაგარს, „ჯუ“ რბილს. გოჯუ-რიუ სწორად მაგარისა და რბილის სინთეზს მოისაზრებს. კარატეს ეს სახეობა გამოირჩევა ძლიერი დარტყმებით, ბლოკებით, სუნთქვის ტექნიკებით, ახლო მანძილზე ბრძოლის მანევრებით, რომელიც აგრეთვე მოიცავს ჭიდაობის ელემენტებს. გოჯუ-რიუს, როგორც საბრძოლო ხელოვნების მთავარი მიზანი და პრინციპია განავითაროს ფიზიკური და შინაგანი პოტენციალი და მოიყვანოს ადამიანი ჰარმონიაში, როგორც საკუთარ თავთან, აგრეთვე გარემოსა და სამყაროსთან. გოჯუ-რიუ კარატე, საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის ხელმძღვანელობის ქვეშ ოფიციალურად 2011 წლიდან არსებობს, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება და მუშაობს ახალგაზრდა საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით.
ნანახია: 1531
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ
ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ
clickss