2025-06-02

18:26

საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე მესამე ოქროს მედალი ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა

სპორტი
11-08-2024 11:22
საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე მესამე ოქროს მედალი მოუტანა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ(+102 კგ). ქართველის სპორტსმენი ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 215 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 ქულა დააგროვა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო, საქართველოს ისტორიაში კი ლეგენდარული ვიქტორ სანაევის შემდგომ მეორე სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა. ბერძენი პიროს დიმასის, კახი კახიაშვილის (1992 წელს მან ოქრო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში, 1996 და 2000 წლებში კი - საბერძნეთის სახელით მოიგო), თურქების ხალილ მუტლუსა და ნაიმ სულეიმანოღლუს შემდეგ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ისტორიაში მეხუთე ძალოსანია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა, ის ასევე მსოფლიოში პირველი ძალოსანია, რომელმაც მძიმე წონაში ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო.
ოქროს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას გივი მაჭარაშვილი (97 კგ). მან ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვს ანგარიშით 5:0 სძლია და კარიერაში პირველად ოლიმპიადის ფინალს 11 აგვისტოს იჭიდავებს.
10 აგვისტოს პარიზში იასპარეზეს ოლიმპიადის დებიუტანტებმა ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ(102 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა(65 კგ).
ქართველი სპორტსმენების ასპარეზობებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის შემდეგ საქართველომ სამი ოქროს მედალი პირველად მოიპოვა. ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია: სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. 11 აგვისტოს მდგომარეობით საქართველო მედლების ჩათვლაში 24-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები