2025-10-22

19:07

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა!

მსოფლიო
09-08-2024 10:59

შეტაკების გამო რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე კურსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილემ ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა რუსეთისა და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის შეტაკების გამო.

სმირნოვმა ტელეგრამის არხით გაკეთებულ განცხადებაში კურსკის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პირობები "რთული" მაგრამ კონტროლირებადია. "მე გადავწყვიტე გამოვაცხადო საგანგებო მდგომარეობა რეგიონში 7 აგვისტოდან, რათა აღმოვფხვრა მტრის ჯარების კურსკის რეგიონში შესვლის შედეგები".- ამბობს სმირნოვი.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონში უკრაინელი ჯარისკაცების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უშიშროების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მთავრობას მოსთხოვა გადადგას ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჭირო დახმარების გასაწევად.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები