2025-10-16

13:44

ახალი ტიპის კორონავირუსის (Covid-19) შემთხვევები გაიზარდა

მსოფლიო
08-08-2024 11:43

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო კვირებში გაიზარდა ახალი ტიპის კორონავირუსის (Covid-19) შემთხვევები. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეპიდემიისა და პანდემიისთვის მზადყოფნისა და პრევენციის დირექტორმა, მარია ვან კერხოვემ, გაეროს ჟენევის ოფისის ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე კოვიდ-19-ის ეპიდემიის შეფასება გააკეთა.

კერხოვემ განაცხადა, რომ Covid-19 მსოფლიოს მასშტაბით ისევ გავრცელებულია და დაამატა: ”84 ქვეყანაში არსებული ჩვენი სადამკვირვებლო სისტემის მონაცემებით, Covid-19-ზე დადებითი ტესტების პროცენტი გაიზარდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ზოგადად, ტესტის პოზიტიურობა 10 პროცენტზე მეტია, მაგრამ ეს განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ევროპაში პოზიტიურობის მაჩვენებელი 20 პროცენტზე მეტია“.

კერხოვემ თქვა, რომ Covid-19-ის ცირკულაცია შეტყობინებულზე გაცილებით დიდია და დაამატა: ”ეს მნიშვნელოვანია, რადგან ვირუსი აგრძელებს განვითარებას და ცვლილებას. ეს ყველას გვაყენებს პოტენციურად უფრო მძიმე ვირუსის საფრთხის წინაშე, რომელიც შეიძლება გაექცეს გამოვლენას ან ვაქცინაციის ჩათვლით სამედიცინო ჩარევას“.

კერხოვემ ყურადღება გაამახვილა ბოლო თვეებში სეზონისგან დამოუკიდებლად ბევრ ქვეყანაში Covid-19-ის შემთხვევების ზრდაზე და აღნიშნა, რომ საფრანგეთში გამართულ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე სულ მცირე 40 სპორტსმენის კოვიდ-19-ის ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

ვაქცინასთან დაკავშირებით, კერხოვემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით რისკ ჯგუფში მყოფმა პირებმა უნდა მიიღონ გამაძლიერებელი დოზა და თქვა: „ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ვაქცინაციის საგანგაშო შემცირებას, განსაკუთრებით ჯანდაცვის მუშაკებსა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. ყველაზე სარისკო ჯგუფებს შორის, ეს სიტუაცია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს“.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები