თურქეთის მაარიფის ფონდის წარმომადგენელი საქართველოში: ვემშვიდობები საქართველოს!

თურქეთის მაარიფის ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ალი სედათ ასლანი სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც იგი მადლობას უხდის ქართველ ხალხს გულთბილი მასპინძლობისთვის. ბატონ ალი სედათ ასლანის აღნიშნულ წერილს "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"2022 წლის 10 ივნისს საქართველოში დავინიშნე თურქეთის მაარიფის ფონდის წარმომადგენლად , ხოლო 2024 წლის 6 აგვისტოს დასრულდა ჩემი მოღვაწეობა. მადლობა ღმერთს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვემუშავა განათლების სფეროში ბალკანეთსა და კავკასიაში , აგრეთვე დავაარსეთ ორი ახალი სკოლა თბილისსა და მარნეულში. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას, ვისთანაც ამ ხნის განმავლობაში დავამყარე მეგობრული ურთიერთობა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას ჩვენს მიმართ გამოჩენილი ინტერესისა და გულითადი დამოკიდებულებისათვის. საზღვარგარეთ 7 წლიანი გამოცდილების შემდეგ (პაკისტანი, კოსოვო, მაკედონია და საქართველო), ჩვენ გავაგრძელებთ განათლების სფეროში მოღვაწეობას სტამბოლში, თურქეთის მაარიფის ფონდის სათაო ოფისში, საშუალო განათლების კოორდინატორის თანამდებობაზე. საქართველო და ამ ქვეყანაში შეძენილი მეგობრები ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან.
ნანახია: 886
მსგავსი სიახლეები

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის
საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ
ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე
ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე
clickss