2025-09-03

08:31

პარიზის ოლიმპიადაში ხუთი ქართველი არბიტრი მონაწილეობს

სპორტი
06-08-2024 11:46
მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე, ოლიმპიადაზე, ქართველი სპორტსმენების გარდა იმყოფებიან ქართველი არბიტრებიც. ზედიზედ მესამე ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ (ძიუდო), მსაჯებმა რუსუდან ხოფერიამ (ბატუტზე ხტომა) და ილია გიორგაძემ (სპორტული ტანვარჯიში). ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პარიზში იმსაჯებს ელისო ბედოშვილიც (მხატვრული ტანვარჯიში).
მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მომუშავე მსაჯთა შორის დაასახელა უმაღლესი საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი ზაზა ჯიბლაძეც. ის ოლიმპიადაზე პირველად იმსაჯებს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ედიშერ მაჩაიძისა და თემურ ყაზარაშვილის შემდეგ ზაზა ჯიბლაძე იქნება მესამე არბიტრი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეთა შეხვედრებზე იმსაჯებს.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე ძიუდოში ორთაბრძოლებს უძღვებოდა ქართველი დიქტორი გიორგი ჭანიშვილი. ის ერთადერთი ქართველი დიქტორია, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გაუძღვა.

მსგავსი სიახლეები

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები