"CCTV-ის დოკუმენტური ფილმები ხელს შეუწყობს ჩინეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას“- მაია ომიაძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV გადამღებ ჯგუფს შეხვდა. მაია ომიაძემ CCTV-ის ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნო. მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის 7 კაციანი ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდა.
„ჩვენ ვმასპინძლობთ ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მედია საშუალებას CCTV-ის, რომელიც როგორც ჩინურ, ასევე ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს. CCTV-ის წარმომადგენლები ეცნობიან ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ კულტურასა და ღვინოს. მოგვიანებით მოამზადებენ 5 დოკუმენტურ სერიალს საქართველოს შესახებ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში CCTV-ის ეთერით, სოციალური ქსელებით, ონლაინ პლატფორმებით გავრცელდება. მიგვაჩნია, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩინეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას, რაც საქართველოში მეტ ჩინელ მოგზაურს ჩამოიყვანს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში იმყოფებოდნენ. CCTV-ის ჟურნალისტები ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ დოკუმენტურ ფილმებს ამზადებენ.
„საქართველოში დოკუმენტური ფილმების გადასაღებად ვართ, ჩვენი მიზანია ჩინელ მაყურებელს გავაცნოთ საქართველოს ისტორია, კულტურა, განსაკუთრებით ღვინის კულტურა. ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოში 5 დღიანი გადაღების პერიოდში ძალიან ბევრ ჩინელ ტურისტს შევხვდით და ვფიქრობ ჩვენი დოკუმენტური სერიალი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ვიზიტორის ჩამოსვლას საქართველოში. ვფიქრობ ეთერში გასვლის შემდეგ ძალიან ბევრი ჩინელი გაიგებს საქართველოს შესახებ“,-აცხადებს CCTV-ის პროდიუსერი ლიჰუან ცაი.
CCTV-ის გადაცემა დაეთმობა საქართველოს საზღვაო და სპა კურორტებს, კულტურას, ბუნებას, ქართულ ღვინოსა და კერძებს.
CCTV-ის აუდიტორია მთელ მსოფლიოში 1.2 მილიარდს აჭარბებს.
ნანახია: 1057
მსგავსი სიახლეები

სპორტის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სინოლოგიის მიმართულების ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვ
ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები" პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია და ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებს შეხვდ
დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ეწვია ახალგაზრდობის სააგენტოს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი
clickss