2025-01-30

00:16

VIDEO: სიდნეის ოლიმპიური თამაშების (2000) შემდეგ, პირველად საქართველომ კრივში ოლიმპიური მედალი მოიპოვა

სპორტი
05-08-2024 11:35
ქართველმა მოკრივე ლაშა გურულმა (63,5) ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზა. ის კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდა და სადებიუტო ოლიმპიადაზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 27 წლის ლაშა გურული გახდა მეორე ქართველი მოკრივე, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2000 წელს სიდნეიში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვლადიმერ ჭანტურიამ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა ოლიმპიადის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე 5:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის 3:2 სძლია და ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა.
ლაშა გურულის ისტორიულ ასპარეზობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი დაესწრო.
ლაშა გურული ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება.
ლაშა გურულის მოპოვებული ჯილდო დამოუკიდებელი საქართველოს 44-ე ოლიმპიური მედალია. ასევე, ეს არის მე-19 ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი, რომელთაგან ორი მოკრივეების ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველომ ძიუდოს, ჭიდაობისა და ძალოსნობის გარდა, ოლიმპიური მედალი სხვა სპორტის სახეობაში პირველად მიიღო. 2008 წელს ბრინჯაოს მედალი ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ მოიპოვა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.

მსგავსი სიახლეები

2025-01-27 13:08
სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა სპორტსმ

2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ: მინდია მგელაძე (-60კგ), ⁠ლაშა შანთაძე

2025-01-26 15:28
სპორტი

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სანდრო ბაზაძემ მერვედფინალში გერმანელი მოფარიკავე ანგარიშით 15:10 დაამარცხა,

2025-01-25 12:25
სპორტი

არაოლიმპიურ სახეობებში 2024 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა

საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა

2025-01-24 10:51
სპორტი

ფუტსალი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მალტა 9:0 დაამარცხა

საქართველომ თამაშის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც 4:0 მოიგო. შესვენების შემდგ

2025-01-23 17:11
სპორტი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებ

სტადიონის მშენებლობისთვის ქალაქის გარეუბანში 2 ძირითადი ლოკაციაა შერჩეული, საბოლოო გადაწყვეტილება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები