2025-07-01

04:07

მსჯავრდებულები თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალზე წარდგენილ ფილმებს შეაფასებენ

კულტურა
04-08-2024 11:53
პენიტენციურ სისტემაში პირველად, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალის ორგანიზატორების ინიციატივით, მსჯავრდებულები ძირითად საკონკურსო პროგრამაში წარდგენილ ფილმებს შეაფასებენ და გამარჯვებულებს გამოავლენენ. ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური იუწყება.
პატიმრები ოთხი კატეგორიის – მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და ექსპერიმენტულ – ფილმებს არსებული კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებენ.
ამ მიზნით №16 პენიტენციურ დაწესებულებას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალ „დიოგენეს“ ორგანიზატორები ესტუმრნენ, მსჯავრდებულებს ფესტივალის ფარგლებში წარდგენილი ფილმები გადასცეს და შეფასების კრიტერიუმები გააცნეს.
მსჯავრდებულების გარდა, ფილმებს კიდევ ორი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულების დაჯილდოება სექტემბერში გაიმართება.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მასში 100-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის და პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების ხელშეწყობას კვლავ გააგრძელებს.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1049

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები