2025-06-21

12:14

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

ჩინეთი
02-08-2024 10:27

2024 წლის 30 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის განვითარების აუცილებლობას, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, მათ შორის ტურიზმის და ვაჭრობის სფეროში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისა და ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის პერსპექტივებს. 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე რეგიონისთვის და მისი სატრანზიტო როლის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობას.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1111

მსგავსი სიახლეები

2025-05-07 16:29
ჩინეთი

სპორტის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობ

2025-05-01 11:25
ჩინეთი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სინოლოგიის მიმართულების ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვ

ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები" პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს

2025-04-23 10:55
ჩინეთი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი

2025-04-02 10:31
ჩინეთი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია და ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებს შეხვდ

დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ეწვია ახალგაზრდობის სააგენტოს

2025-03-28 14:37
ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food

ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები