2025-09-03

08:40

ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია

სპორტი
01-08-2024 17:22
ილია სულამანიძე (100 კგ) სადებიუტო ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს. მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - იაპონელი აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა. ილია ნახევარფინალში შვეიცარიელ დანიელ აიხის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძემ პირველ შეხვედრაში იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია.
23 წლის ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. პირველი მედალი საქართველომ 30 ივლისს მოიპოვა - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას დღემდე ერთი მედალი უკვე ჰქონდა მოპოვებულ. 81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) დაეუფლა.

ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები