2025-10-20

11:07

ქართველმა მოკრივემ გიორგი ყუშიტაშვილმა სადებიუტო პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზა!

სპორტი
29-07-2024 11:20
ქართველმა მოკრივემ, გიორგი ყუშიტაშვილმა (92 კგ), სადებიუტო პარიზის 2024 წ. ოლიმპიადაზე იასპარეზა. გუშინ მან მერვედფინალური შეხვედრა ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან გამართა.
მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით ბრძოლის გამარჯვებული მეორე ნომრად განთესილი ტაჯიკი სპორტსმენი გახდა.
გიორგი ყუშიტაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია. მან პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია ტაილანდში გამართულ ტურნირზე მოიპოვა.
საქართველოს ღირსებას ოლიმპიადაზე კიდევ ერთი მოკრივე - ლაშა გურული დაიცავს, რომელიც პირველ ბრძოლას 29 ივლისს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს პარიზის ოლიმპიადაზე 3 ქართველი იასპარეზებს: ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო,57 კგ) და ლაშა გურული კრივი (63.5 კგ).

ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები