2025-04-30

08:12

თბილისში მახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა

კულტურა
27-07-2024 14:47

გამოჩენილი თურქმენი პოეტისა და მოაზროვნის მახტუმკული ფრაგის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს ფარგლებში, 2024 წლის 26 ივლისს, საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა „მახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილე: ხედი საქართველოდან“, გაიხსნა "ახუნდოვის სახლის" გალერეაში.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დოვლეთმირატ სეიტმამედოვმა. მან აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს საზოგადოებისათვის მახტუმკული ფრაგის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, უფრო ფართოდ გაცნობას. გარდა ამისა გამოფენა ასევე ხელს შეუწყობს მოძმე ხალხებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას. 

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო თურქმენი მხატვრების 50 ნამუშევარი, რომლებიც ასახავს ცნობილ მოვლენებს მახტუმკული ფრაგის ცხოვრებიდან. ნახატების გამოფენა თურქმენული ეროვნული მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საქართველოს სამინისტროებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები, პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, სამეცნიერო ინტელიგენციის, ასევე მედიის წარმომადგენლები.

საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულმა ფოტოგამოფენამ „მახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილე: ხედი საქართველოდან“ დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება და აღტაცება დაიმსახურა.

ფოტოგამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს 2024 წლის 2 აგვისტომდე შეუძლია.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1027

მსგავსი სიახლეები

2025-04-24 17:55
კულტურა

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025-ის საორგანიზაციო პროც

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის

2025-04-15 11:40
კულტურა

„საქართველოს სინფონიეტა“ ფინეთში გაემგზავრა, სადაც 16 აპრილს, ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის ტაძარში, ბარ

კონცერტი „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის“ მიწვევით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერი

2025-04-13 12:30
კულტურა

პარიზის წიგნის ფესტივალზე სტუდია „ქართულმა ფილმმა“ ქართული დიაფილმებით შთაგონებული საბავშვო წიგნები

ილუსტრირებული ზღაპარი დიაფილმების გამოსახულებებით, ფრანგულ ენაზე საფრანგეთში მცხოვრებმა ნატალია

2025-04-11 12:31
კულტურა

პარიზში „გრან პალეში“ (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

ფესტივალის ოფიციალური გახსნის ფარგლებში, საფრანგეთის კულტურის მინისტრი ქართველ კოლეგას გაესაუბრა

2025-04-08 10:37
კულტურა

4 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა

2025 წლის 04 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები