2025-09-16

10:50

დაძაბულობა რუსეთ-ამერიკას შორის ბარენცის ზღვაზე

მსოფლიო
23-07-2024 12:18

რუსეთმა გაუშვა რუსული სამხედრო თვითმფრინავები Mig-29 და Mig-31 მას შემდეგ, რაც დააფიქსირა აშშ-ს კუთვნილი ორი ბომბდამშენი B-52H ბარენცის ზღვაზე. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბარენცის ზღვაზე რუსეთის საჰაერო სივრცის საკონტროლო საშუალებებმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვართან მიახლოებული საჰაერო სამიზნეების ჯგუფი დააფიქსირეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების კუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავები Mig-29 და Mig-31  აფრინდნენ საჰაერო სამიზნის ვინაობის გასაგებად და სახელმწიფო საზღვრის დარღვევის თავიდან ასაცილებლად და „რუსული სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟებმა დაადგინეს, რომ საჰაერო სამიზნე იყო აშშ-ს საჰაერო ძალების კუთვნილი წყვილი B-52H სტრატეგიული ბომბდამშენი. რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიახლოებისას ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები დაშორდნენ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარს“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული თვითმფრინავები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ აეროპორტებში და არ დაუშვეს საზღვრის დარღვევა. იქვე ნათქვამია: „რუსული სამხედრო თვითმფრინავების ფრენა განხორციელდა საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესებისა და უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით ნეიტრალურ წყლებზე“.

მსგავსი სიახლეები

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

2025-09-12 00:32
მსოფლიო

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

2025-09-11 12:54
მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები