2025-04-06

12:53

თურქული ენის კათედრა პროფესიული განვითარების სემინარებზე!

განათლება
23-07-2024 11:24

მარნუელისა და თბილისის მაარიფის სკოლის მასწავლებლები აგრძელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას. აღნიშნული საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მაარიფის სკოლების მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღე თურქული ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ- სემინარებში! 

სემინარის მიმდინარეობისას 52- ქვეყნიდან ჩამოსულმა თურქული ენის მასწავლებლებელმა ერთმანეთს გაზიარე საკუთარი ცოდნა და  გამოცდილება.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც გამოცდილმა, ასევე ახალგაზრდა მასწავლებლებმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესებზე. ასევე იმ სიახლეებზე, რომთა დანერგვასაც ისინი აპირებენ ახალი სასწავლო წლიდან.

მათივე თქმით, ყველაფერი ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეების ცოდნის მიღებისკენ და ამ პროცესში მასწავლებლები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. მათი მოვალეობაა ხელი შეუწყონ მოსწავლეებს ცოდნის ამაღლებაში და წარმართონ სასწავლო პროცესი ისე, რომ ეს პროცესი სასიამოვნო და საყურადღებო იყოს მოსწავლეებისათვის.

შეგახსენებთ, რომ “მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული Maarif Foundation-ის მხარდაჭერით საქართველოში 2019 წლიდან ფუნქციონირებს, აკმაყოფილებს ხარისხიანი განათლების ყველა ძირითად სტანდარტს, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია მიღებული.

მაარიფის სკოლები თანმიმდევრულად ავითარებს მოსწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის, ციფრული განათლების გზაზე დადგომით, გლობალური პერსპექტივის ჭრილში დანახულ 21-ე საუკუნის სკოლის კონცეფციას, რაც თავის მხრივ აუცილებელია სათანადო განათლების მიღების უზრუნველსაყოფად. მაარიფის საერთაშორისო სკოლები წარმოდგენილია 67 ქვეყანაში, 440 საგანმანათლებლო დაწესებულებით და 50 699 მოსწავლით.

2023-2024 წლიდან საქართველოში მაარიფის ფონდმა რიგით 447-ე სკოლის კამპუსი გახსნა ლისის ტბის მიმდებარედ ახლადაშენებულ, ტექნიკურად სრულად აღჭურვილ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. სასწავლო დაწესებულება მდებარეობს კომფორტულ გარემოში და ქმნის ადგილს, სადაც ახალი შესაძლებლობებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

მაარიფის ფონდი ორი ქვეყნის კულტურისა და ცივილიზაციის დაკავშირებას "საერთო სიკეთის" მიღწევის გზად ხედავს. ფონდი 2016 წელს დაარსდა. იგი არაკომერციული ორგანიზაციაა. მისი უპირველესი მთავარ მიზანია საზოგადოებრივი სარგებლის შექმნა და ეფექტური საქმიანობის განხორციელება განათლების ყველა ეტაპზე - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან უმაღლეს საფეხურამდე.

 

მსგავსი სიახლეები

2025-04-04 16:02
განათლება

პიარსკოლა 18 წლისაა! 2007 წლის 4 აპრილიდან პიარსკოლა სტუდენტებს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის

პიარსკოლას 18 წლის არსებობის მანძილზე უკვე 2300 კურსდამთავრებულზე მეტი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა

2025-03-27 10:52
განათლება

ალექსანდრე წულაძე, დელეგაციასთან ერთად, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში იმყოფება, სადაც საერთაშორისო ს

გამოფენის ფარგლებში ალექსანდრე წულაძე მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლე

2025-03-26 13:38
განათლება

ალექსანდრე წულაძემ ინდოეთის განათლების სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა გამართა

საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, ერთობლივი გაცვლითი და სადოქტორო

2025-03-22 15:30
განათლება

ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

მხარეებმა, განათლებისა და მეცნიერების სექტორში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე

2025-03-20 13:43
განათლება

ალექსანდრე წულაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს უმასპინძლა

შეხვედრაზე მინისტრმა დიდიე ტღებიუკს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

აპრილი 2025

კვიორშსამოთხხუთპარშაბ

კატეგორიები