მზად არის თუ არა დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატი?
გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემუშავდა პრეპარატი, რომელსაც ლაბორატორიული თაგვების სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია რა, იმავე პრეპარატმა შეიძლება ადამიანების ხანდაზმულობა შეაჩეროს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ შემუშავებული პრეპარატი, როგორც ანტისხეული ინტერლეუკინ-11-ის წინააღმდეგ, პროტეინის ჯგუფის, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმის განვითარებაში, იწვევს ხანდაზმულობის შეჩერებას. ამავე ინფორმაციით, კვლევები ლაბორატორიულ ცხოველებზე უკვე ჩატარდა და სიცოცხლის ხანგრძლივობა 25 პროცენტით გახანგრძლივდა.
კვლევის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის და სინგაპურის სამეცნიერო ჯგუფმა პირველად მოახდინეს გენმოდიფიცირებული ლაბორატორიული თაგვები, რათა მათ არ შეეძლოთ ინტერლეიკინ-11-ის გამომუშავება. შემდეგ მკვლევარები დაელოდნენ თაგვების 75 კვირის ასაკს, რაც შეესაბამება ადამიანებში 55 წელს და რეგულარულად მისცენ შემუშავებული პრეპარატი, რათა მთლიანად გაესუფთავებინათ ინტერლეუკინ-11 მათი სხეულიდან.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თაგვები უფრო მხნედ გამოიყურებოდნენ. დაასკვნეს, რომ ინტერლეიკინ-11-ის დეფიციტის მქონე თაგვები ნაკლებად ავადდებიან.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ თაგვებზე მიღწეული შედეგების გამეორება ადამიანებშიც მოხდება.
ნანახია: 897
მსგავსი სიახლეები
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss