2024-12-12

09:02

PSP-ს ბლოგი: ხვეული თმის მოვლა - ძირითადი მეთოდები და პროდუქტები

ჯანდაცვა
18-07-2024 12:04

ხვეულ თმას სპეციფიკური თვისებები და საჭირობები აქვს, ამიტომ აუცილებელია დავიცვათ ძირითადი წესები, რათა თმა მუდმივად ჯანსაღი და ბზინვარე იყოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ხვეული თმის მოვლა

  1. მიდრეკილება სიმშრალისკენ: ხვეული თმა უფრო მიდრეკილია სიმშრალისკენ, ვიდრე სწორი თმა, რადგან თავის კანის მიერ წარმოქმნილ ბუნებრივ ზეთებს უჭირთ ხვეულ ღერებში ჩაღწევა.
  2. სიმყიფე: ხვეული თმა ზოგადად უფრო მყიფეა და საჭიროებს ნაზ მოპყრობას, რათა თავიდან ავიცილოთ დაზიანება.
  3. ხვეული თმა ჩახლართულია: რთული სტრუქტურის გამო თმა მეტად “ჩახლართულია” და შესაბამისად მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ მას.
  4. ფორმა და მოცულობა: ხვეული თმის ბუნებრივი ფორმისა და მოცულობის შესანარჩუნებლად საჭიროა სპეციალური ვარცხნილობის ტექნიკები და პროდუქტები, რომლებიც აუმჯობესებენ თმის სტრუქტურას.

ხვეული თმის მოვლის ძირითადი წესები

  • რეგულარული დატენიანება: დატენიანება ერთ-ერთი მთავარი აქტივობაა ხვეული თმის მოვლის რუტინაში. გამოიყენეთ ხვეული თმისთვის შექმნილი კონდიციონერები და თმის ნიღბები.
  • თმის გაშრობა დაბალ ტემპერატურაზე: მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება ადვილად დააზიანოს ხვეული თმა. არასდროს გამოიყენოთ ფენი თქვენს თმაზე პირდაპირ დიფუზორის გარეშე.
  • ცხელი ჰაერით პირდაპირი გაშრობა გააუხეშებს თმას, ასევე შეასუსტებს ხვეულის ფორმას, რაც გამოიწვევს თითქმის გასწორებულ, ჯაგრიან თმას. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ დიფუზორი, რომელიც დაგეხმარებათ ჰაერის უფრო თანაბრად განაწილებაში მთელ თმაზე.
  • რეგულარული შეჭრა: ხვეული თმის რეგულარულად შეჭრა ხელს უწყობს გაყოფილი ბოლოების თავიდან აცილებას და ჯანსაღი თმის ზრდის შენარჩუნებას.
  • შეარჩიეთ ხვეული თმისთვის განკუთვნილი შამპუნი და კონდიციონერი, რომლებიც შეიცავს ბუნებრივ ზეთებს, ალოეს, ქერატინს, შიას კარაქს და ა.შ.
  • ხვეული თმისთვის საკმარისია 2-3 დღეში ერთხელ დაბანა.
  • ცივი წყლით დაბანა უკეთესია ხვეული თმისთვის, ვიდრე ცხელით.
  • გამოიყენეთ ფართო კბილებიანი სავარცხელი სველ თმაზე კონდიციონერით.
  • მოერიდეთ ფენს და უთოს, გააშრეთ ბუნებრივად. თუ მაინც იყენებთ, წაისვით სითბოსგან დამცავი საშუალება.
  • თმის ჯანმრთელობისთვის კარგია გვერდზე ან მუცელზე ძილი. ღამით თმის დასაცავად შეიძლება თავსაბურავის გამოყენება.
  • კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენეთ თმის ნიღაბი ტენის შესავსებად.
  • ღამით ბუნებრივი ზეთების (ქოქოსის, ზეითუნის, ავოკადოს და სხვ.) წასმაც სასარგებლოა.
  • მოერიდეთ თმის ვარცხნილობებს, რომლებიც ძალიან ჭიმავს თმას. უმჯობესია თავისუფალი ვარცხნილობა ან დაშვებული თმა.

ეს ძირითადი წესები დაგეხმარებათ თქვენმა თმამ შეინარჩუნოს სიჯანსაღე და მუდამ კარგად გამოიყურებოდეს. ასევე, აუცილებელია თმის მოვლის პროდუქტები.

Echosline - ეკოსლაინი შამპუნი ხვეული თმისთვის 

Echosline - ეკოსლაინი შამპუნი ხვეული თმისთვის გამდიდრებულია ბუნებრივი თაფლითა და E ვიტამინის შემცველი არგანის ზეთით. შამპუნი ასუფთავებს როგორც თმას, ისე სკალპს, ამავდროულად უზრუნველყოფს ინტენსიურ კვებას და დაცვას თმის ღეროსთვის.

თაფლის მაღალი დამატენიანებელი თვისებების წყალობით, თქვენი თმა შეიძენს განახლებულ ელასტიურობას, სიკაშკაშესა და ჯანსაღ ბზინვარებას, ხოლო არგანის ზეთი განამტკიცებს თითოეულ ხვეულს და ხელს შეუწყობს თმის სტრუქტურისა და ფორმის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში.

გამოყენება მარტივია - მცირე რაოდენობის შამპუნი წაისვით სველ თმაზე, ნაზად გადაინაწილეთ თმასა და კანზე სასურველი ქაფის მისაღებად, შემდეგ კი გულდასმით ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

Raywell - რეიველი კონდიციონერი ხვეული თმისთვის

Raywell - რეიველი კონდიციონერი ხვეული თმისთვის შექმნილია სპეციალურად ხვეული თმის გასალამაზებლად და გასაჯანსაღებლად. ეს უნიკალური ფორმულა შეიცავს შიას კარაქსა და ბუნებრივ ზეთებს, რომლებიც ღრმად ატენიანებენ თითოეულ კულულს, ხდიან მათ უფრო გამოკვეთილს, ელასტიურს და აძლევენ ბზინვარებას.

შიას კარაქი ცნობილია თავისი დამარბილებელი და მკვებავი თვისებებით, რაც ხელს უწყობს ხვეულების დაქვემდებარებას და აადვილებს თმის დავარცხნას. ამავდროულად, ბუნებრივი ზეთები მოქმედებენ როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტები, იცავენ თმას გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან და ხელს უწყობენ ხვეულების ბუნებრივი ფორმის შენარჩუნებას.

REF - რეფი ხვეული თმის კრემი

REF - რეფი ხვეული თმის კრემი ქმნის თერმოდამცავ ბარიერს თმის ღეროს გარშემო, რაც ამაგრებს თმას და იცავს მას სითბური დაზიანებისგან.

REFE-ს მსუბუქი ტექსტურა იდეალურია ნებისმიერი ტიპის ხვეულებისთვის, უზრუნველყოფს მათ ინტენსიურ დატენიანებას და ეხმარება გლუვი, ელასტიური კულულების ჩამოყალიბებაში, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ ფორმას.

Kaypro - კეიპრო ხვეული თმის კონდიციონერი

კეიპრო ხვეული თმის კონდიციონერი ბუნებრივი თაფლითა და ვიტამინებითაა გაჯერებული. კონდიციონერი აძლიერებს თმის ბოჭკოებს, ხდის მათ უფრო მოქნილს და ელასტიურს.

თაფლი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, ღრმად კვებავს თმას, ხოლო სპეციალურად შერჩეული ვიტამინების კომპლექსი აძლიერებს თმის სტრუქტურას, ხდის მას უფრო მედეგს და ჯანსაღს.

Kaypro - კეიპრო ხვეული თმის სპრეი

ხვეული თმის სპრეი კეიპრო მოქმედებს როგორც იდეალური სტაილინგის საშუალება, ის ეხმარება თმას მკაფიო, ელასტიური ხვეულების ფორმირებასა და მათ საიმედო ფიქსაციაში მთელი დღის განმავლობაში. განსაკუთრებით ეფექტურია დაუმორჩილებელი, უხეში თმის მოსარჯულებლად, აძლევს მას სიგლუვეს, ბზინვარებასა და მოქნილობას.

Fanola - ფანოლა დამარბილებელი შრატი Smooth Care 

Fanola - ფანოლა დამარბილებელი შრატი შეიცავს ბამბისა და სელის თესლის ზეთებს. ბამბის ზეთი ღრმად აღწევს თმის ღეროში, ინტენსიურად ატენიანებს და არბილებს მას, რითაც აადვილებს დავარცხნისა და გასწორების პროცესს. სელის თესლის ექსტრაქტი კი ქმნის უხილავ დამცავ ბარიერს თითოეული ღერის გარშემო, ინახავს ტენს და ხელს უშლის სიმშრალესა და ელექტრიზაციას

Echosline - ეკოსლაინი ნიღაბი ხვეული თმისთვის

ეკოსლაინის ნიღაბი ხვეული თმისთვის მუშაობს როგორც თმის გამაცოცხლებელი ელექსირი, აღადგენს მის ბუნებრივ სიცოცხლისუნარიანობას და ჯანსაღ იერს.

პირველი გამოყენებისთანავე შეამჩნევთ, თუ როგორ იძენს თქვენი თმა აბრეშუმისებრ სირბილესა და მომხიბვლელ ბზინვარებას. თითოეული ხვეული ღებულობს ინტენსიურ კვებას, ხდება უფრო მოქნილი და დამყოლი, ადვილად ექვემდებარება ფორმირებას.

მსგავსი სიახლეები

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი

2024-11-15 16:38
ჯანდაცვა

თანამედროვე მკურნალობა, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებას და დაზიანების პროგრესირების შეჩერებას უზრუ

ოფთალმოლოგი ამბობს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, რასაც

2024-11-15 16:16
ჯანდაცვა

„გოგოები მოქმედებენ“ - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების გაძლიერებას

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წლიდან AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ

2024-11-14 16:08
ჯანდაცვა

შიდსის ჯანდაცვის ფონდი AHF საქართველო - როცა თქვენი ჯანმრთელობა პრიორიტეტია!

AHF საქართველოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრი, რომლის მიზანია ახალგაზრდებს შეუქმნას უსაფრთხო, კომფორტული სივრცე,

2024-11-10 16:46
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ანა ფარულავა ამბობს, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეს პრობლემა სრულად მოგვარებულია და მედიკამენტებს სახელმწიფო აფინანსებს.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები