2025-09-15

15:39

საქართველოს პრეზიდენტმა სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა!

პოლიტიკა
16-07-2024 12:42

საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა, გიორგი მსხილაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას. 

ასევე, მინდა შევეხო მეორე საკითხს, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ საბჭოს წევრის დანიშვნას. 

თქვენ იცით, რომ პრეზიდენტს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს ეს გადაწყვეტილება და წარადგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრი, მაგრამ პრეზიდენტმა გამჭვირვალობის მიზნით, 21 ივნისს შექმნა შესარჩევი კომისია, რომელმაც დაასრულა მუშაობა და პრეზიდენტს ორი კანდიდატურა წარმოუდგინა. 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გამოყენებული იქნება სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა შერჩევისათვის და ეს იყო კარგი მაგალითი.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები