2024-10-25

14:18

ევროკავშირის ელჩი საქართველოში - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

პოლიტიკა
09-07-2024 16:20

ვწუხვარ, მაგრამ, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ვიმედოვნებ, არჩევნების შემდეგ ახლად შექმნილი მთავრობა კვლავ დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განზრახვები.

„27 ივნისს, ზუსტად ათი დღის წინ, ევროკავშირის ლიდერებმა, ევროკავშირის ქვეყნების პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შეათანხმეს ევროკავშირის მომავალი სტრატეგიული დღის წესრიგი. შეთანხმდნენ მომავალში ევროკავშირის ლიდერების ვინაობის შესახებ. მათ ასევე დაადასტურეს ჩვენი მტკიცე ვალდებულება უკრაინის დაცვის მიმართ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ნათლად არის ნათქვამი ევროპის საბჭოს დასკვნებში. გთხოვთ, წაიკითხოთ ისინი ძალიან ყურადღებით, მხოლოდ რამდენიმე პუნქტია.

ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განზრახვები. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკანსვლაა ცხრა ნაბიჯისგან და ასევე ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან.

ასე რომ, სამწუხაროდ, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს მართლაც სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რადგან, ამავდროულად, ჩვენ სწრაფად მივიწევთ წინ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს ევროკავშირმა დაიწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახლად შექმნილი მთავრობა, როგორიც არ უნდა იყოს, კვლავ დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც პ. ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მხოლოდ საქართველოზე და ქართველებზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის შემდეგი გაფართოების ნაწილი.

„საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ გასული წლის დეკემბერში ერთხმად მიიღო. საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თუმცა რამდენად სწრაფად გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, ეს მხოლოდ თავად ქართველებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა, ისევე როგორც ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით განხორციელებულმა უმნიშვნელო პროგრესმა, განაპირობა ის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ჭეშმარიტი განზრახვები. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დრო გადის. სხვა ქვეყნები სწრაფად მიიწევენ წინ. უკრაინამ და მოლდოვამ ახლახან დაიწყეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოება მოხდება და მხოლოდ საქართველოზე და ქართველებზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა საქართველო ამის ნაწილი“, – აღნიშნა პ. ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები

2024-10-24 10:01
პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ შეძლებს, ღირსეულად ატაროს საქართველო რთულ გზაზე, რათა დავიკავოთ

ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, ღირსეულად

2024-10-23 12:31
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება

რა არის სინამდვილეში. თუკი ვნახავთ ჩვენ რა საჩივრები არის შესული საარჩევნო კომისიაში აღმოვაჩენთ,

2024-10-23 10:36
სპორტი

VIDEO: ქალთა ეროვნულმა, საფეხბურთო ნაკრებმა პლეი-ოფის თამაშებისთვის მზადება დაიწყო!

საქართველოს და ირლანდიის ორმატჩიანი პლეიოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შედგება.

2024-10-23 09:42
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილს ეშინია რუსეთის - დაემორჩილა ყველა მიმართულებით, მათ არაფერი გაუკეთეს

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთს ყველა მიმართულებით დაემორჩილა, რუსეთმა საპასუხოდ არაფერი

2024-10-22 12:52
პოლიტიკა

თბილისში, „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მარში გაიმართა

საღამოს საათებში დედაქალაქის 4 სხვადასხვა წერტილში შეკრებილი ათასობით ადამიანი თავისუფლების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები