ჩინელი ჟურნალისტები აგრძელებენ მოგზაურობას აბრეშუმის გზის ისტორიული მარშრუტის გასწვრივ
ჩვენი შეხვედრა მიზნად ისახავს ინიციატივის „სარტყელი და გზა“ გაზიარებას და მის განხორციელებას პრაქტიკული ქმედებებით. ამის შესახებ მედია-ჯგუფის ხელმძღვანელმა ჩინეთიდან ლიიუ ციანმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე „მოგზაურობა აბრეშუმის გზა 2024“-ის გასწვრივ გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთიდან მედია ჯგუფები მოგზაურობენ აბრეშუმის გზის ისტორიულ მარშრუტზე, შეისწავლიან მას, რაც მოგზაურობის მონაწილეებს საშუალებას მისცემს დაინახონ სხვადასხვა კულტურის შერწყმა და აყვავება. „დღეს ჩვენ ვართ საქართველოში, რომ ჩემი გუნდის წევრებთან ერთად გადავიღოთ ყველაფერი, აღვწეროთ და გადმოვცეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ნაყოფიერი შედეგები“, - აღნიშნა მედია-ჯგუფის ხელმძღვანელმა ჩინეთიდან.
როგორც მოგზაურობის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მედია-ჯგუფმა მოგზაურობა ჩინეთის უძველესი დედაქალაქიდან, სიანიდან (შანსის პროვინცია, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთი) დაიწყო. გაიარეს ყაზახეთი, შემდეგ აზერბაიჯანი და ჩამოვიდნენ საქართველოში, თბილისში.
ხვალ ჯგუფი ბათუმში (დასავლეთ საქართველოში) გაემგზავრება და იქიდან თურქეთის გავლით, პარიზში მიემგზავრება, სადაც სულ მალე სტარტს აიღებს პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. მედია-ტურში ისტორიული მარშრუტის „მოგზაურობა აბრეშუმის გზა 2024“-ის გასწვრივ მონაწილეობენ Shaanxi Media Convergence Group-ისა და Ji Lin Satellite TV-ის ჟურნალისტები და ოპერატორები.
ჩინელ ჯურნალისტებს საქართველოში მასპინძლობს ჩინური, საერთაშორისო ტურისტული სააგენტო "კავკასიის მზე".
ნანახია: 686
მსგავსი სიახლეები
clickss