2025-06-03

02:28

მარნუელისა და თბილისის მაარიფის სკოლის მასწავლებლები აგრძელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას

განათლება
05-07-2024 12:14

მარნუელისა და თბილისის მაარიფის სკოლის მასწავლებლები აგრძელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას. ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში", სადაც მასწავლებლებმა კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც გამოცდილმა, ასევე ახალგაზრდა მასწავლებლებმა. კონფერენციაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესებზე. ასევე ისაუბრეს იმ სიახლეებზე, რომლების დანერგვასაც ისინი აპირებენ ახალი სასწავლო წლიდან.

მათი თქმით, ყველაფერი ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეების ცოდნის მიღებისკენ და ამ პროცესში მასწავლებლები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. მათი მოვალეობაა ხელი შეუწყონ მოსწავლეებს ცოდნის მიღებაში და წარმართონ სასწავლო პროცესი ისე, რომ ეს პროცესი სასიამოვნო და საყურადღებო იყოს მოსწავლეებისათვის.

კონფერენციის დასასრულს აღინიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები ტრადიციული გახდება და მასში კიდევ უფრო მეტი სკოლების მასწავლებლები მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ “მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული Maarif Foundation-ის მხარდაჭერით საქართველოში 2019 წლიდან ფუნქციონირებს, აკმაყოფილებს ხარისხიანი განათლების ყველა ძირითად სტანდარტს, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია მიღებული.

მაარიფის სკოლები თანმიმდევრულად ავითარებს მოსწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის, ციფრული განათლების გზაზე დადგომით, გლობალური პერსპექტივის ჭრილში დანახულ 21-ე საუკუნის სკოლის კონცეფციას, რაც თავის მხრივ აუცილებელია სათანადო განათლების მიღების უზრუნველსაყოფად. მაარიფის საერთაშორისო სკოლები წარმოდგენილია 67 ქვეყანაში, 440 საგანმანათლებლო დაწესებულებით და 50 699 მოსწავლით.

2023-2024 წლიდან საქართველოში მაარიფის ფონდმა რიგით 447-ე სკოლის კამპუსი გახსნა ლისის ტბის მიმდებარედ ახლადაშენებულ, ტექნიკურად სრულად აღჭურვილ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. სასწავლო დაწესებულება მდებარეობს კომფორტულ გარემოში და ქმნის ადგილს, სადაც ახალი შესაძლებლობებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

მაარიფის ფონდი ორი ქვეყნის კულტურისა და ცივილიზაციის დაკავშირებას "საერთო სიკეთის" მიღწევის გზად ხედავს. ფონდი 2016 წელს დაარსდა. იგი არაკომერციული ორგანიზაციაა. მისი უპირველესი მთავარ მიზანია საზოგადოებრივი სარგებლის შექმნა და ეფექტური საქმიანობის განხორციელება განათლების ყველა ეტაპზე - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან უმაღლეს საფეხურამდე.


უკან დაბრუნება

ნანახია: 1121

მსგავსი სიახლეები

2025-04-30 10:14
განათლება

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

2025-04-29 12:17
განათლება

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

2025-04-28 14:08
განათლება

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ

ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

2025-04-24 11:06
განათლება

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე

ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

2025-04-18 15:47
განათლება

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები