2025-06-03

11:36

გაერო: კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიომ მინიმუმ 2,8 ტრილიონი დოლარის ზარალი განიცადა

მსოფლიო
04-07-2024 11:19

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების გამო 2000-2019 წლებში მსოფლიომ განიცადა მინიმუმ 2,8 ტრილიონი დოლარის ზარალი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ვოლკერ ტურკი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 56-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა პანელის გახსნაზე სახელწოდებით „კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის უფლებებზე“.

ტურკმა აღნიშნა, რომ მყინვარები დნება, ოკეანეები თბება, ტყეები იწვის და მდინარეები და ტბები შრება კლიმატის ცვლილების გამო და  სამყაროს დიდი საფრთხე ემუქრება ადამიანის უფლებებისა და მომავლის თვალსაზრისით.

მისივე თქმით, არსებობს 80 პროცენტიანი შანსი იმისა, რომ გლობალური საშუალო წლიურმა ტემპერატურამ 5 წლის განმავლობაში 1,5 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბოს, წინა ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით.

„ჩვენ ვიცით, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად დანაკარგები და ზიანი ყველაზე დაუცველ ადამიანებსა და განვითარებად ქვეყნებს აზიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაზე ნაკლებად იწვევენ ამას“. - თქვა ტურკმა და დაამატა, რომ მილიონობით ადამიანმა დატოვა სახლები და იძულებით გადაადგილებული გახდა ქვეყნის შიგნით კლიმატის ცვლილების გამო.

ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება გავლენას მოახდენს ადამიანის უფლებებზე, სიცოცხლის უფლებაზე, საკვებისა და ჯანდაცვის უფლებებზე.

მან აღნიშნა, რომ დანაკარგები და ზარალი ასევე პირდაპირ გავლენას ახდენს მუშებსა და მათ უფლებებზე და რომ სიცხის გამო მუშების გარდაცვალების მესამედზე მეტი გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით.

უმაღლესმა კომისარმა ხაზგასმით თქვა, რომ კლიმატის ქაოსს უზარმაზარი ეკონომიკური საფასური აქვს. „ბოლო კვლევების შეფასებით, 2000-2019 წლებში კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიომ განიცადა მინიმუმ 2,8 ტრილიონი დოლარის ზარალი“. - თქვა ტურკმა.

მისივე თქმით, კლიმატის ცვლილებით უშუალოდ დაზარალებული პირებისა და საზოგადოებების საარსებო საშუალებების გაძლიერებაა საჭირო და რომ ამაზე ყველაზე მეტად პასუხისმგებელი ქვეყნები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ „კლიმატის დაფინანსება“ კლიმატთან დაკავშირებული დანაკარგებისა და ზიანის აღმოსაფხვრელად.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 13:39
მსოფლიო

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

2025-05-21 05:59
მსოფლიო

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში

2025-05-19 15:45
მსოფლიო

ავსტრალიამ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ტანკებს გაუგზავნის

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკამ საბოლოოდ დაიწყო გრძელი საზღვაო მგზავრობა ბრძოლის ველისკენ, აშშ-ის

2025-05-16 12:49
მსოფლიო

თურქეთი იმედოვნებს, რომ სტამბოლის მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთის მშვიდობისთვის ახალ ფურცელს გადაშლის

ფიდანმა დაამატა, რომ შეხვედრა ასევე მოამზადებს ნიადაგს ნატოს ივნისში ჰააგაში დაგეგმილი სამიტისთვის

2025-05-15 16:52
მსოფლიო

ხამენეის მრჩეველი: ირანმა შეიძლება დათმოს გამდიდრებული ურანი აშშ-თან შეთანხმების ფარგლებში

ამერიკული მედიის ცნობით, ოთხშაბათს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის მრჩეველმა ალი შამხანიმ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები