VIDEO: ევრო 2024-ის აღმოჩენა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა. ეროვნული გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ეფექტური გამოსვლით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, გერმანიიდან საქართველოში 2 ივლისს, დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.
საქართველოს ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა და სწორედ იმ შეძახილებით შეეგება, რომლითაც ევრო 2024-ის პირველი დღიდან ამხნევებდა.
ცხადია, ქომაგების რაოდენობით გერმანიის ნაკრები აჯობებდა, თუმცა საქართველოს ყოველ მატჩს ათიათასობით გულშემატკივარი ესწრებოდა, რამაც გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას დამატებითი ხიბლი შესძინა.
ფეხბურთელები და მწვრთნელები კი ერთხმად ამბობენ, რომ ქომაგის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა რთული იქნებოდა. შედეგი კი ბევრისთვის მოულოდნელი იყო: ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ნაკრებმა პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წააგო თურქეთთან (1:3), მეორე შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ (1:1) დაასრულა, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მერვედფინალში გასვლას ბევრი სპეციალისტი არ ელოდა. იქ კი ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტთან, ესპანეთთან ანგარიში სწორედ ქართველებმა გახსნეს, თუმცა საბოლოოდ 1:4 დამარცხდნენ.
დავწერეთ, მერვედფინალში გასვლა ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი იყოო, თუმცა შედეგზე მთავარი საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილი და ხასიათი გახლდათ. სწორედ ამ თვისებების გამო იყო ეს გუნდი ევრო 2024-ის აღმოჩენა – სწრაფი და ეფექტური კონტრიერიშებით ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი გახლდათ, ბოლომდე გულიანი ბრძოლით კი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი შეიძინა.
წყარო: www.1tv.ge
ნანახია: 689
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან
clickss