2025-10-17

14:00

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოციალურ მედიას აქტიურად იყენებს

მსოფლიო
01-07-2024 17:07

მსოფლიოს მოსახლეობის 62 პროცენტი იყენებს სოციალურ მედიას. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

სტატისტიკური პორტალ Statista-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, Facebook-ი ინარჩუნებს პირველ პოზიციას, როგორც სოციალური მედიის პლატფორმა მსოფლიოში ყველაზე მეტი მომხმარებელი. Facebook-ს ყოველთვიურად 3 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

Instagram-ი და WhatsApp-ი რომლებიც ეკუთვნის კომპანია Meta-ს, რომელიც ასევე ფლობს Facebook-ს, სიაში მე-3 და მე-4 ადგილზეა ყოველთვიურად 2 მილიარდი მომხმარებელით, ხოლო Facebook-ის Messenger მე-7 ადგილზეა ერთი მილიარდი მომხმარებელით.

ონლაინ ვიდეო გაზიარების პლატფორმა YouTube, რომელიც ეკუთვნის Google-ს, მეორე ადგილზეა სიაში. YouTube-ს მსოფლიოში 2,5 მილიარდი ადამიანი იყენებს. X-ის (ყოფილი Twitter) პლატფორმა, რომელიც ეკუთვნის ილონ მასკს, მე-12 ადგილზეა 611 მილიონი მომხმარებლით.

მეორეს მხრივ, სიაში მოხვედრა ჩინეთში დაფუძნებულმა 6 კომპანიამაც მოახერხა.

ჩინეთის სოციალური მედიის აპლიკაციებს შორის ყველაზე პოპულარული პლატფორმად დასახელდა TikTok, დაახლოებით 1,6 მილიარდი მომხმარებლით.

ანგარიშის მიხედვით, სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობა 2023 წელს წინა წელთან შედარებით 5,6 პროცენტით გაიზარდა და 266 მილიონმა ახალმა მომხმარებელმა პირველად დაიწყო სოციალური მედიის გამოყენება.

ანგარიშის მიხედვით, მომხმარებლები სოციალურ მედიაში საშუალოდ 2,23 საათს ატარებენ.

რაც შეეხება, თურქ მომხმარებლებლებს სოციალურ მედიაში მსოფლიოს საშუალო დონეზე ოდნავ მეტ დროს ატარებენ,  დღეში საშუალოდ 2 საათსა და 44 წუთს.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები