2025-10-24

13:38

გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა!

სპორტი
01-07-2024 16:52

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩაწერა.

საქართველოს ნაკრების მეკარეს ტურნირზე ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 30 მოგერიება ჰქონდა.

სტატისტიკური გვერდის, OptaJose-ს მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე იგორ აკინფეევია, რომელსაც ევრო 2008-ზე 32 მოგერიება დაუგროვდა, მესამეზე კი იტალიელი მეკარე ფრანჩესკო ტოლდოა, რომელმაც ევრო 2000-ზე, მამარდაშვილის მსგავსად, 30 „სეივი“ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ტოლდოს ამისთვის 6 მატჩი დასჭირდა, აკინფეევს კი – 5.

რაც შეეხება ევრო 2024-ს, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, გიორგი მამარდაშვილი, მოგერიებული ბურთების რაოდენობით, საუკეთესო მეკარეებს შორის პირველ ადგილზეა:

1. გიორგი მამარდაშვილი, საქართველო – 30;

2. თომას სტრაკოშა, ალბანეთი – 13;

3. კასპერ შმეიხელი, დანია – 12;

4. ფლორიან ნიტა, რუმინეთი – 12;

5. ბარტ ვერბრიუგენი, ნიდერლანდები – 12.

 

ავტორი: მერაბ მამულაშვილი

წყარო: www.1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები