2025-10-31

16:45

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად იასპარეზა

სპორტი
01-07-2024 15:15
გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მერვედფინალური მატჩი ესპანეთის ნაკრებთან გამართა, სამგზის ევროპის ჩემპიონთან შეხვედრა ანგარიშით 1:4 დათმო და „ევრო 2024“-ზე ასპარეზობა დაასრულა.
შეხვედრა მე-18 წუთზე რობინ ლე ნორმანის ავტოგოლით გაიხსნა. ანგარიში როდრის გოლით 39-ე წუთზე გათანაბრდა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. ესპანეთი მეორე ტაიმის 51-ე წუთზე ფაბიან რუისმა დააწინაურა, სამ ბურთამდე უპირატესობა კი 75-ე წუთზე ნიკო უილიასმა გაზარდა. მეოთხე ბურთი 83-ე წუთზე დანი ოლმომ გაიტანა.
საქართველო-ესპანეთის მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.
ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების საქომაგოდ საქართველოდან გერმანიაში უამრავი ადამიანი ჩავიდა. ჩვენი ნაკრების მატჩებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველებიც ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ „დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საბერძნეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2024“-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება პირველად მოიპოვა.
ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან შეხვედრა ანგარიშით 1:3 დათმეს, ჩეხეთთან მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, პორტუგალიას კი ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიშით 2:0 სძლია და ისტორიაში პირველად მერვედფინალში იასპარეზა. საქართველოს ნაკრები პირველი დებიუტანტი გუნდია, რომელიც „ევრო 2016“-ის შემდეგ ჯგუფიდან გავიდა.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები