2024-09-08

05:08

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია - ილია დარჩიაშვილი

პოლიტიკა
27-06-2024 17:27

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენთვის არამხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ სანდო სტრატეგიული პარტნიორია.საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თბილისში, 2024 წლის 27 ივნისს გაიმართა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურთიერთობების ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

მინისტრის განაცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა  გამორჩეულ ხასიათს ატარებს და ეტაპობრივად ახალ დადებით განზომილებებს იძენს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისათვის.

მინისტრებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ, მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას  აღინიშნა   სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა:

„არაერთხელ დაგვიმტკიცებია, და კვლავ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის კონსტრუქციულ კომუნიკაციას და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კუთხით. „ - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, რეგიონის ჭრილში, განხილული იქნა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა ერთობლივი რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობასა და  საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობაზე  აღნიშნულ პროექტში.  ასევე აღინიშნა საქართველოს ინიცირებული ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა ჩვენი რეგიონის დაკავშირებადობის  და „შუა დერეფნის“ ფუნქციის გაზრდის საქმეში.

„ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით წამოვიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, რომლებმაც თვისობრივად გაზარდეს ჩვენი რეგიონის როლი და ფუნქცია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა და ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება და ხელს შეუწყობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობის ზრდას.„ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა  იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ქართველი და აზერბაიჯანელი ერების საკეთილდღეოდ კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრაზე ასევე გამოიხატა მზაობა რეგულარული შეხვედრების გაგრძელების, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით.

2024 წლის 27 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

მსგავსი სიახლეები

2024-09-07 16:50
სპორტი

საქართველომ პარალიმპიადაზე მეშვიდე მედალი მოიპოვა - პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი ვიცე-ჩემპიონია, ინა

გიორგი ქალდანმა ფინალი იაპონელ პარასპორტსმენთან, ტოკიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ იუჯირო სეტოსთან დათმო.

2024-09-06 16:58
სპორტი

VIDEO: საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა (U21) ნაკრებმა ბათუმში მოლდოვა დაამარცხა

ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გამართულ მატჩში, პირველი გოლი მატჩის მე-14 წუთზე გიზო მამაგეიშვილმა თავური დარტყმით გაიატანა, რომელმაც

2024-09-06 16:41
პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტთან

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო

2024-09-06 12:21
სპორტი

საქართველომ პარალიმპიადაზე მეხუთე მედალი მოიპოვა - პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი ვიცე-ჩემპიონია

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ზურაბ ზურაბიანმა ჩილელ იოხან ერერას სძლია, ნახევარფინალში კი ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი დაამარცხა.

2024-09-05 12:32
სპორტი

ცნობილი გახდა 2024 წ. „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტის ვინაობა!

30 ნომინანტს შორის ვერ მოხვდნენ კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი. ეს პირველი შემთხვევაა 2003 წლის შემდეგ, როცა სიაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები