2025-02-09

22:40

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" შეუთავსებელია დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ევროპულ სტანდარტებთან

პოლიტიკა
27-06-2024 17:14

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" შეუთავსებელია დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა, ედიტ ესტრელამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის მოსაზრების თანახმად, კანონი ძირეულად მცდარია. ის არღვევს შეკრების თავისუფლებას, აზიანებს პოლიტიკურ პლურალიზმს, დემოკრატიას და უნდა გაუქმდეს იმ ფორმით, რომლითაც ახლა არსებობს. "გზა, რომლითაც კანონი მიიღეს, რომელიც ქმნის დიდ გაყოფას ქართულ საზოგადოებაში და ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებას, აჩენს კითხვებს ევროპული სტანდარტების მიმართ ქვეყნის ვალდებულებებთან დაკავშირებით და ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიმართ პატივისცემასთან დაკავშირებით".

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელი ასევე აღნიშნავს, რომ კანონს არაფერი აქვს საერთო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან. "საქართველოს უკვე აქვს კარგად განვითარებული ქსელი ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც სრულყოფილი კანონმდებლობა ლობირების დასარეგულირებლად. მისი მიზანი არ არის საიდუმლო და საზიანო უცხოური გავლენის ხელის შეშლა, არამედ ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის გადაჭარბებული პოლიტიკური კონტროლის უფლებას აძლევს. როგორც მომხსენებლები, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს კანონი, ასევე ხაზს ვუსვამთ ჩვენს შეშფოთებას დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტარების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გადაჭარბებული, არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან, ძალადობრივ თავდასხმებთან და დაშინებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტები სრულყოფილად არ გამოძიებულა და ხელისუფლების მიერ სათანადოდ არ დაგმობილა, რამაც, შესაძლოა, ასეთი ქმედებების დაუსჯელობის კლიმატი გამოიწვიოს“, - აღნიშნა ედიტ ესტრელამ.

ამასთანავეედიტ ესტრელს თქმით, ამ კანონის მიღება არ არის ერთადერთი ნიშანი, რომ ქვეყანა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით საკუთარი ვალდებულებების პირისპირ დგას და ეს არის ქვეყანაში განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენების შედეგი. „საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტიისკენ მიმართული რეფორმების დაბლოკვაზე, საარჩევნო კოდექსში არაკონსენსუალურ ცვლილებებზე, თუ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონპროექტის წარდგენაზე, რომელიც შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ფართოდ მიღებულ სტანდარტებთან. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასთან. ეს უარყოფითი ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ცოტა ხნის წინ საქართველოს ასახელებდნენ, როგორც მაგალითს რეგიონისთვის რეფორმების გატარების შესაძლებლობით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან კონსტრუქციული დიალოგის გახსნის სურვილით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ეს აღქმა შეცვალა. მიუხედავად ამისა, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ საქართველოს შესაძლებლობებში, რომ გადალახავს გამოწვევებს ხალხისადმი მკაფიო ერთგულებით, დემოკრატიისა და ევროპული დემოკრატიის სასარგებლოდ. ჩვენი მხრიდან, კვლავ ვაცხადებთ ერთგულებას თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ“, - დასძინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა.

როგორც ცნობილია, 24 ივნისს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა.

სესიაში სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას ღებულობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ამჟამად მიმდინარეობს დებატები თემაზე ადამიანის უფლებები, დემოკრატიის გაძლიერება თავისი ჩართულობითა და წარმომადგენლობითი პროცესებით.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია თავის მუშაობას 28 ივნისს დაასრულებს.

ავთანდილ ოთინაშვილი

სპეციალურად სტრასბურგიდან

 

მსგავსი სიახლეები

2025-02-08 14:33
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ‘უცხოური გავლენის’ კანო

ევროპის საბჭოს სამდივნომ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური წერილით მიმართა სამუშაო ჯგუფის

2025-02-07 14:40
პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ შალვა პაპუაშვილის მიერ მომზადებული „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებები მესამე

მისი განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებთან

2025-02-07 11:46
სპორტი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ზაგრების ღია პირველობაზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპო

გიორგი ელბაქიძემ (74 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი აღანაზარ ნოვრუზოვი

2025-02-06 16:58
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს,

2025-02-06 15:18
პოლიტიკა

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში: „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საგანგაშოა“

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს საქართველოს ევროკავშირის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები