2025-06-06

18:19

კლოდ კერნი - კითხვა საქართველოს ხელისუფლებას: ხართ თუ არა ევროპული მომავლის ერთგული?

პოლიტიკა
27-06-2024 15:26

გვსურს საქართველოს ხელისუფლებას შეკითხვა დავუსვათ: ხართ თუ არა ევროპული მომავლის ერთგული და ხართ თუ არა მზად თქვენი ვალდებულებები შეასრულოთ? - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა, კლოდ კერნმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს.

ძვირფასო კოლეგებო, საქართველოში მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონის განხილვა ამ ქვეყანაში მოახლოებული საკანონმდებლო არჩევნების გათვალისწინების გარეშე არ შეიძლება. პირველ რიგში, ეს მომავალი არჩევნების ტრანსფორმაციაში მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა, ეს არის დე ფაქტო რეფერენდუმი საქართველოს დემოკრატიული გზისა და მეზობელ ქვეყნებთან მისი ალიანსის შესახებ და, რა თქმა უნდა, ეს წინასაარჩევნო კამპანიის გარემოში პოლარიზაციასა და დაძაბულობას ეხება. მეორეც, ეს კანონი ნეგატიურ გავლენას იქონიებს არჩევნების ჩატარებაზე, არჩევნების შედეგებზე მონაწილე პარტიებისა და ზოგადად საზოგადოების ნდობაზე, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა. ეს განსაკუთრებით მაშინ იქნება სიმართლე, თუ გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ არჩევნებზე დაკვირვებას ვერ შეძლებენ“, - აღნიშნა კლოდ კერნმა.

მისივე თქმით, იგი საქართველოში არჩევნების საკანონმდებლო ჩარჩოში ცვლილებების შეტანით შეშფოთებულია„ჩვენ გვსურს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, ჩვენი შეშფოთება გამოვხატოთ საქართველოში არჩევნების საკანონმდებლო ჩარჩოში ცვლილებების შეტანის შესახებ, რამაც შეცვალა საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის წესი, ასევე, ბოლო წამს შეტანილი ცვლილებები ცესკოს მიერ გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო უმრავლესობის წესის შესახებ. ერთად აღებულმა, ამ ცვლილებებმა შეიძლება ცესკოში გადაწყვეტილებების მიღების შესახებ მოქმედ უმრავლესობას ძალაუფლება და კონტროლი მიანიჭოს, რაც საარჩევნო პროცესის მიმართ პარტიების ნდობას ძირს უთხრის. თუმცა, ჩვენ ოპტიმისტურად განწყობილი უნდა ვიყოთ, საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების მიმართ ერთგულები არიან, მიუხედავად პოლიტიკური კლიმატისა, რომელიც დაპირისპირებითა და რეპრესიებით ხასიათდება“, - ხაზი გაუსვა კლოდ კერნმა.

აქვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების აღიარებისკენ მოუწოდა „ისინი ევროპულ ოჯახში დამკვიდრებული დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვიან და ამ იმედებისა და მისწრაფებებისთვის გვერდის ავლა არ შეიძლება, ისინი აღიარებული უნდა იყოს და მათი პატივისცემა უნდა მოხდეს. ამიტომ, გვსურს საქართველოს ხელისუფლებას შეკითხვა დავუსვათ, იგი ძალიან მარტივია და ასე ჟღერს: კვლავ ხართ თუ არა ევროპული მომავლის ერთგული და ხართ თუ არა მზად თქვენი ვალდებულებები შეასრულოთ? და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ დიალოგს და ჩვენ ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალასთან დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მხარს ვუჭერთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ნამდვილად მოხდება. ამიტომ, ძვირფასო კოლეგებო, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს რეზოლუციის პროექტს მხარს დაუჭერთ“, - დასძინა კლოდ კერნმა.

როგორც ცნობილია, 24 ივნისს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა.

სესიაში სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას ღებულობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ამჟამად მიმდინარეობს დებატები თემაზე ადამიანის უფლებები, დემოკრატიის გაძლიერება თავისი ჩართულობითა და წარმომადგენლობითი პროცესებით.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია თავის მუშაობას 28 ივნისს დაასრულებს.

ავთანდილ ოთინაშვილი

სპეციალურად სტრასბურგიდან

 

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები