2025-09-15

15:38

ანა წითლიძე გაბრიელიუს ლანდსბერგისს - საქართველოში არსებული სიტუაცია ძალიან მძიმეა - როგორ შეუძლია ევროპის საბჭოს წვლილი შეიტანოს ამ არჩევნების მართლაც სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად?

პოლიტიკა
26-06-2024 19:05

საქართველოში არსებული სიტუაცია ძალიან მძიმეა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორ შეუძლია ევროპის საბჭოს წვლილი შეიტანოს ამ არჩევნების მართლაც სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად? - ამ კითხვით საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს მიმართა.

წითლიძის განმარტებით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება იმაზე იქნება დამოკიდებული, საპარლამენტო არჩევნები რამდენად გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.

„ბატონო მინისტრო, პირველ რიგში მადლობას გიხდით ევროინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. ჩემი კითხვა უკავშირდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. არსებული სიტუაცია საქართველოში ძალიან მძიმეა, ფიზიკურად ძალადობენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე. როგორ შეუძლია ევროპის საბჭოს წვლილი შეიტანოს ამ არჩევნების მართლაც სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად?“ - მიმართა წითლიძემ გაბრიელიუს ლანდსბერგისს, რასაც თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხის ხმა ქვეყნის მიმართულებისთვის გადამწყვეტი იქნება.

„მიმაჩნია, რომ ევროპის საბჭოს არჩევნებამდე კონკრეტული როლის შესრულება შეუძლია, რაც არჩევნების დაკვირვებასა და მონიტორინგს უკავშირდება. გასული არჩევნების დროსაც იყო გარკვეული სიძნელეები, მაგრამ სამწუხაროა, რომ ახლა ძალიან განსხვავებულ ვითარებაში აღმოვჩნდებით. 1 სექტემბრიდან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაც შეუძლიათ არჩევნებზე დაკვირვება და ევროპული ქვეყნებისთვის არჩევნების მიმდინარეობაზე ინფორმაციის მიწოდება, ახალი კანონიდან გამომდინარე, ჩვენ ამის საშუალება აღარ გვექნება. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა შეძლონ იმავეს გაკეთება. დავამატებდი, რომ როგორც პოლიტიკოსებმა, ქართველ ხალხს ძლიერი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ, რომ მათ მიერ მიცემული ხმა გადაწყვეტს მათი ქვეყნის მიმართულებას. ჩვენ ამის თქმა თავიდან არ უნდა ავიცილოთ, რადგან ხალხმა უნდა იცოდეს როგორ ვაფასებთ იმ არსებულ ვითარებას, სადამდეც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა მიიყვანა. ჩვენ გამჭვირვალე უნდა ვიყოთ ამ საკითხში!“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-09-11 16:32
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები