2025-09-15

17:57

ვენეციის კომისია „შეშფოთებულია“ იმით, რომ საქართველომ დაჩქარებული პროცედურითა და წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე, გააუქმა გენდერული კვოტირება

პოლიტიკა
25-06-2024 16:33

ვენეციის კომისია შეშფოთებულია იმით, რომ საქართველომ დაჩქარებული პროცედურითა და წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე, გააუქმა გენდერული კვოტირება. ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ სამშაბათს გავრცელებულ მოსაზრებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად ისეთი სპეციალურ დროებით ღონისძიებების შემუშავების რეკომენდაციას ძლევა, როგორიცაა გენდერული კვოტების აღდგენა ან ქალი კანდიდატების არჩევის წახალისების „სხვა აღიარებული მეთოდების“ შემოღება.

გარდა ამასა, ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოხატავს იმის გამოც, რომ ამ პროცესში არ ყოფილა გათვალისწინებული არც საქართველოს პრეზიდენტისა და სახალხო დამცველის, და არც „ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე  წარმომადგენლის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების“ მოსაზრებები.

ვენეციის კომისიის აზრით, ასეთი ცვლილების შემოღება მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე რამოდენიმე თვეა დარჩენილი, „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო კანონის სტაბილურობის“ კუთხითაც.

ვენეციის კომისია კვლავ ხაზს უსვამს იმას, რომ როგორც ეს მოსაზრებების წინა სერიებში გააკეთა, რომ  საქართველოში არსებული საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილების  პრაქტიკა  საფრთხის შემცველია, ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას და სახელმწიფოს მუდმივ ძალისხმევას დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის,“ - წერია დასკვნაში, რომელსაც ოფიციალურად კომისიის „მოსაზრება“ (OPINION) ეწოდება.

10-გვერდიანი დოკუმენტის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW) კონვენცია, აღიარებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს“ გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად – როგორც გააკეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო2020 წლის გადაწყვეტილებაში, რომელშიც დაადასტურა დროებითი გენდერული კვოტირების კონსტიტუციურობა.

ამასთან ერთად, კომისიის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გაუმჯობესდეს გენდერული თანასწორობა დემოკრატიულ ინსტიტუტებში, მათ შორის პარლამენტში, პრაქტიკამ აჩვენა, რომ გენდერულ კვოტირებას შეუძლია ძლიერი გავლენა მოახდინოს ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე და ის არ ეწინააღმდეგება თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს, თუ მას, „კონსტიტუციური საფუძველი გააჩნია“.

კერძოდ, ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მას შემდეგ, რაც სავალდებულო კვოტირება შემოიღეს, ქალთა წარმომადგენლობა ქართულ პოლიტიკაში გაიზარდა: კერძოდ პარლამენტში - 19.1%-მდე, ხოლო საკრებულოებში 24%-მდე. თუმცა, „უფრო მეტი პროგრესია საჭირო“, რადგან ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე რეკომენდირებული ევროპული სტანდარტი - 40%, - ნათქვამია ვენეციის კომისიის 10-გვერდიანი დოკუმენტის დასკვნით ნაწილში.

შეგახსენებთ, რომ გენდერული კვოტირების გაუქმებაზე ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩამ აპრილში მიმართა, რომელიც ასამბლეაში ლატვიის დელეგაციას ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

2025-09-15 17:54
პოლიტიკა

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-12 17:20
პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

2025-09-12 00:57
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები