საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ჩეხეთის ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ჰამბურგში ჩატარებული შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ჩეხეთის ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ჰამბურგში ჩატარებული შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულა და ევრო 2024 ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ წუთებზე, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. საქართველოს ნაკრების შემტევმა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა. საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კი, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მატჩის შემდეგ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა: "ჩეხეთის ნაკრები ძლიერი მეტოქეა, თუმცა დაცვამ კარგად ითამაშა. როდესაც დიდი ძალებით შემოგვიტიეს, გოლის გატანის კარგი შანსიც გვქონდა. გამოჩნდა, რომ ჩვენი ძლიერი მხარე, კონტრშეტევებზე თამაში, პროდუქტიულია. ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვფიქრობ, რომ მეტი შემიძლია. საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ. მოგებასთან ახლოს ვიყავით და გასახდელში ამას განვიცდიდით, თუმცა ასეთი რამ ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება მოუვიდეს. გიორგი მამარდაშვილი კი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა".
ხოლო რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ვილი სანიოლს, მან აღნიშნა, რომ: "ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და სწორედ ასეთი თამაში მივიღეთ. ჩეხეთმა პირველივე წუთებიდან დიდი ძალებით შემოგვიტია. მეტოქეს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა და ალბათ გულდაწყვეტილია შედეგით, თუმცა ჩვენ შესანიშნავი მეკარე გვყავს გიორგი მამარდაშვილის სახით. მან საოცარი მატჩი ჩაატარა. შესაძლოა გულდაწყვეტილები ვიყოთ ბოლო წუთებზე გამოუყენებელი მომენტის გამო, თუმცა, ეს ფეხბურთის ნაწილია.
ევროპის ჩემპიონატზე დასაკარგი არაფერი გვაქვს და ვფიქრობ, ეს თამაშები ძალიან ეხმარება გუნდს და ქვეყანას. ბოლო მატჩი პორტუგალიასთან გველის. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ვითამაშებთ ამბიციით, რომ გავაკეთოთ რაიმე კარგი და ამისთვის დავჯილდოვდეთ. ვიცით, რომ რთული იქნება. ახლა მთავარია ძალები აღვიდგინოთ ასეთი მძიმე მატჩის შემდეგ".
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
F ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიამ თურქეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა.
გიორგი ოთინაშვილი
სპეციალურად ჰამბურგიდან
ნანახია: 586
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა

„ბაკურიანი 2025“-ზე სლალომში ოთხმა ქართველმა სამთო მოთხილამურემ იასპარეზა
მეორე დაშვებისას ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო გიორგი ჯაფარიძემ, პირველივე დაშვების შემდეგ

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიუ
ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თავისუფალ

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ „ბაკურიანი 2025“-ზე მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი და
15 წლის ინგა გურგენიძე თავისუფალი პროგრამით 13 თებერვალს იასპარეზებს.

ქართველი ტყვიის მსროლელი სანდრო ხოსიტაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველი მსროლელი უნგრელ თანატოლს დაუპირისპირდა
clickss