2024-09-08

06:57

მაარიფის სკოლაში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სასწავლო წლის დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს

განათლება
20-06-2024 14:25

მაარიფის სკოლაში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სასწავლო წლის დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებაზე ჩვენმა ბავშვებმა და მოსწავლეებმა მეგობრებსა და მშობლებს წარუდგინეს მათ მიერ მომზადებული საინტერესო სპექტაკლი. დამსწრე საზოგადოებამ პატივისცემით და დიდი სიყვარულით აღნიშნა მოსწავლეების მიერ მომზადებული სპექტაკლი და გულთბილი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა ისინი.

ბაღის აღსაზრდელებს ვულოცავთ სასწავლო წლის დასრულებას და წარმატებებს ვუსურვებთ სწავლაში.

შეგახსენებთ, რომ “მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში. სკოლა, რომელიც თურქული Maarif Foundation-ის მხარდაჭერით საქართველოში 2019 წლიდან ფუნქციონირებს, აკმაყოფილებს ხარისხიანი განათლების ყველა ძირითად სტანდარტს, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია მიღებული.

მაარიფის სკოლები თანმიმდევრულად ავითარებს მოსწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის, ციფრული განათლების გზაზე დადგომით, გლობალური პერსპექტივის ჭრილში დანახულ 21-ე საუკუნის სკოლის კონცეფციას, რაც თავის მხრივ აუცილებელია სათანადო განათლების მიღების უზრუნველსაყოფად. მაარიფის საერთაშორისო სკოლები წარმოდგენილია 67 ქვეყანაში, 440 საგანმანათლებლო დაწესებულებით და 50 699 მოსწავლით.

2023-2024 წლიდან საქართველოში მაარიფის ფონდმა რიგით 447-ე სკოლის კამპუსი გახსნა ლისის ტბის მიმდებარედ ახლადაშენებულ, ტექნიკურად სრულად აღჭურვილ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. სასწავლო დაწესებულება მდებარეობს კომფორტულ გარემოში და ქმნის ადგილს, სადაც ახალი შესაძლებლობებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

მაარიფის ფონდი ორი ქვეყნის კულტურისა და ცივილიზაციის დაკავშირებას "საერთო სიკეთის" მიღწევის გზად ხედავს. ფონდი 2016 წელს დაარსდა. იგი არაკომერციული ორგანიზაციაა. მისი უპირველესი მთავარ მიზანია საზოგადოებრივი სარგებლის შექმნა და ეფექტური საქმიანობის განხორციელება განათლების ყველა ეტაპზე - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან უმაღლეს საფეხურამდე.

მსგავსი სიახლეები

2024-09-07 16:54
განათლება

ირაკლი კობახიძე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები

პრემიერმა ხაზი გაუსვა ქუთაისის, იმერეთის მხარის განსაკუთრებულ აკადემიურ ტრადიციებს და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო

2024-09-02 10:26
განათლება

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების თბილისისა და მარნუელის კამპუსებში 2024/25 სასწავლო წლისთვის მზადე

“მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოში” წარმოადგენს ახალ სიტყვას ქვეყნის განათლების სისტემაში

2024-08-27 17:05
განათლება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გა

2024 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდებისათვის

2024-08-23 10:54
განათლება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 - აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი

2024-08-22 11:35
განათლება

მაარიფის საერთაშორისო სკოლები საქართველოს წარმომადგენლობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა!

საქართველოს წარმომადგენლობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ფონდის წარმომადგენლად დაინიშნა ბატონი ფარუქ თექშენი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები