2025-05-11

14:12

მიუხედავად თურქეთის ნაკრებთან წაგებისა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, საყოველთაო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, აცხადებენ უცხოელი სპეციალისტები

სპორტი
19-06-2024 17:22

მიუხედავად თურქეთის ნაკრებთან წაგებისა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, საყოველთაო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, ამის შესახებ ფეხბურთის უცხოელი სპეციალისტები აცხადებენ. მათი აზრით, საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი გააჩნია და მომავალში აუცილებლად მიღწევს დიდ წარმატებებს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წ. ჩემპიონატზე, 18 ივნისს, პირველი მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე თურქეთის ეროვნული ნაკრები იყო, რომელმაც მძიმე ბრძოლაში, 3:1 გაიმარჯვა.

გერმანიის ქალაქ დორტმუნდის „Bvb არენა“, რომელიც 62 ათას ადამიანს იტევს, თითქმის ბოლომდე შეივსო (59 127). გერმანიაში უამრავი ქართველი გულშემატკივარი ჩავიდა, თუმცა სტადიონზე გაცილებით მეტი იყო თურქი ქომაგი.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, ჯაბა დვალი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

25-ე წუთზე თურქეთის ნაკრების საწყისმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო: მულდურის ეფექტური დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა – 1:0. ორიოდე წუთში თურქებმა მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ, არგენტინელმა მსაჯმა გოლი გააუქმა.

32-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე. ქოჩორაშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

მას შემდეგ, რაც 25-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში ​გაათანაბრა, საქართველოს ნაკრები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. ქართველებმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, მაგრამ არ გაუმართლათ – ერთ ეპიზოდში ბურთი ძელსაც მოხვდა, ხოლო სხვა შემთხვევაში, თურქეთის ნაკრები რამდენჯერმე მეკარემ გადაარჩინა.

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა გოლის გატანას, 62-ე წუთზე კარგი შანსი მიიღო. თუმცა ეს მცდელობა გოლით არ დაგვირგვინდა.

ამის შემდეგ, საქართველომ ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ ქოჩორაშვილის დარტყმული ხარიხას მოხვდა. ვერც შეცვლაზე შესულმა ზურიკო დავითაშვილმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. სულ ბოლოს შეტევაში მეკარე გიორგი მამარდაშვილიც ჩაერთო, თუმცა, საპასუხოდ, თურქმა ფეხბურთელმა ცარიელ კარში შეძლო მე-3 გოლის გატანა. საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ეს თამაში წააგო, მაგრამ თავისი ბრძოლისუნარიანობით დაამტკიცა, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე იგი შემთხვევით არ მოხვედრილა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თამაშობს თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის. მერვედფინალში თამაშის შანსი აქვს ექვსი ჯგუფის ოთხ მესამეადგილოსანსაც.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

გიორგი ოთინაშვილი

სპეციალურად დორტმუნდიდან

მსგავსი სიახლეები

2025-05-11 11:20
სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველო ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირს უმას

პრესტიჟული ტურნირის საქართველოში ჩატარება სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძისა და ციგურაობის

2025-05-09 10:38
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს

პირველი ტაიმი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 16:14 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს

2025-05-08 14:50
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს!

„პარი სენ-ჟერმენმა" „არსენალი" პირველ შეხვედრაში „ემირეიტსის სტადიონზე" 1:0 დაამარცხა.

2025-05-07 11:10
სპორტი

საქართველოს 17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვა

20-წლამდელთა ძალოსანთა ნაკრებიდან გოგა ჯაჯვანმა (89 კგ) ატაცში 162 კგ დაძლია და ბრინჯაოს

2025-05-06 11:54
სპორტი

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფეხბურთელთა ნაკრები "ევროპის მედიათასის" ვიცე-ჩემპიონია!

ტურნირის სასტარტო შეხვედრაშივე ჩემპიონთან მოგვიწია დაპირისპირება და პირველი რევანშიც შედგა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები