ფეხბურთში ევრო 2024-ის ჩემპიონატზე, ესპანეთის ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები, ანგარიშით 3:0 დაამარცხა!

გერმანიაში მიმდინარე ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე 15 ივნისს, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე", ესპანეთის ნაკრები ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარშემო და სტადიონზე ამაღელვებელი განწყობა იყო შექმნილი და ორივე ქვეყნის ნაკრების გულშემატკივრები, ეროვნული გუნდების მაისურებში გამოწყობილები, ომახიანი შეძახილებით ამხნევებდნენ საკუთარი ქვეყნების ნაკრებ გუნდებს.
მატჩი საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. 29-ე წუთზე ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ფაბიან რუისმა მოედნის ცენტრიდან შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ალვარო მორატა, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია – 1:0.
ამის შემდეგ მატჩი ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა 32-ზე წუთზე ფაბიან რუისმა საგოლე გადაცემის შემდეგ, უკვე გოლიც გაიტანა და ესპანელები ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ – 2:0.
პირველი ტაიმის დასრულებამდე, 45+2-ზე წუთზე – მარჯვენა ფლანგიდან ლამინ იამალის გადაცემის შემდეგ, დანი კარვახალმა კარგად ითამაშა დასწრებაზე და ესპანელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:0.
მეორე ტაიმში ესპანელთა უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა ხორვატიის ფეხბურთელები თავდაუზოგავად თამაშობდნენ და ცდილობდნენ გოლის გატანას.
78-ე წუთზე, ხორვატებს ერთი გოლის გაქვითვის შანსი მიეცათ. მატჩის არბიტრმა პენალტი დანიშნა, მაგრამ პეტკოვიჩმა გატანა ვერ მოახერხა. მისი დარტყმული ბურთი უნაი სიმონმა მოიგერია.
საბოლოო ჯამში ესპანეთის ნაკრებმა თამაში მოიგო და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. უდაოა, რომ ესპანეთის ნაკრები ევრო-2024-ის ჩემპიონატის ერთ-ერთი ძლიერი, ფავორიტი გუნდია.
ამავე B ჯგუფში მყოფმა იტალიის ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები, ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ესპანეთთან ერთად, 3-3-ი ქულით, ჯგუფის ლიდერები გახდნენ.
გიორგი ოთინაშვილი
სპეციალურად ბერლინიდან
ნანახია: 926
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან
clickss