საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 23-ე შეხვედრას, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გახსნეს, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ნანახია: 769
მსგავსი სიახლეები

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა!
ნატოს გაძლიერებული ძალების თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV ქვეით

7 მაისს ყაზახეთში ფართოდ აღინიშნა სამშობლოს დამცველის დღე!
ყაზახმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი, კასსიმ-ჟომარტ ტოკაევი, დიდ ყურადღებას

იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ს
კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა

VIDEO: JTEC-ში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა
საჩვენებელ სწავლებაზე მოწვეულ სტუმრებსა და სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში I ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საველე ჰოსპიტალის
საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების
clickss