პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, გუშინ პარლამენტში სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მისი განცხადებით, ანგარიში 2023 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილ საფრთხეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მათი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებების მიმოხილვას მოიცავს.
„უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა 2023 წელს დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს. გლობალური მასშტაბით შეაფერხა ქვეყნების მდგრადი და სტაბილური განვითარება, გაზარდა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების შენარჩუნებისა და გაღრმავების ალბათობა. შექმნილი ვითარება, საანგარიშო პერიოდში, სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას ახდენდა საქართველოს უსაფრთხოების გარემოზეც, განსაკუთრებით კი იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანა ოკუპაციის პირობებში იმყოფება და მუდმივად განიცდის ზეწოლას ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული გამოწვევების ფონზე, გასულ წელს, დამატებით ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მაქსიმალურ კონტროლზე გვქონდა აყვანილი უსაფრთხოების ყველა მიმართულება და გატარებულ იქნა ყველა საჭირო ღონისძიება, რითაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების პრევენცია და განეიტრალება მოვახერხეთ“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
სუს-ის უფროსმა სამსახურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დეტალურად ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ქმედებებზე. ასევე დეზინფორმაციის, პროპაგანდის, კიბერუსაფრთხოების და ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე. მან ასევე მიმოიხილა საქართველოს წინაშე არსებული ტერორისტული საფრთხეები, გამოწვევები და ყურადღება საქართველოს კონტრტერორისტული საქმიანობის მიმართულებებზე გაამახვილა. გრიგოლ ლილუაშვილმა სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან და საპარლამენტო კომიტეტებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ იმისათვის, რომ ყოველთვის გვერდში უდგახართ თქვენი ქვეყნის, თქვენი სამშობლოს ეროვნულ უწყებას, რასაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ჰქვია. გვამაგრებთ კარგი და თანამედროვე, ევროკავშირის სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანილი კანონმდებლობით, რაც უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას გვიმარტივებს. დიდი მადლობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს და მის თავმჯდომარეს თანადგომისთვის. ჩვენ ნებისმიერ სიტუაციაში გვიგულეთ ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამსახურის ყველა თანამშრომელს, ახალგაზრდა თუ ხანშიშესულ ოფიცრებს, დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ აღნიშნულ წარმატებებში, რასაც ქვეყანა აღწევს, ლომის წილი შეაქვთ“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
პარლამენტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის განხილვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
ნანახია: 686
მსგავსი სიახლეები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ოპერირება დაიწყო ფრანგულმა ავიაკომპანი
პარიზიდან (Orly) თბილისში ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.

გურთიადის ორგანიზებით გაიმართა სემინარი, რომელიც ეხებოდა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკურ ურ
მარიამ გაბუნია; სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი, დავით ტავლალაშვილი

შეიგრძენით სისწრაფე, სიზუსტე და სიმძლავრე - ARCFOX ის დაპირება!
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც მსოფლიოში ლიდერი მწარმოებელი კომპანიების ყველაზე პოპულარული

კახეთის პოლიციამ ნარკოტიკის გასაღების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდ
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.ბ.-ს პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი

აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის მწვანე ელექტროენე
მემორანდუმი მიზნად ისახავს მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში მხარეებს შორის ეკონომიკური
clickss