თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა შპს "კრეატივ ივენთის" მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ბავშვთა და მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით "მე მინდა საქართველო მიცნობდეს"!
2024 წლის 1 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა შპს "კრეატივ ივენთის" მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ბავშვთა და მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით "მე მინდა საქართველო მიცნობდეს", რომელიც დედაქალაქის მერიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით მოეწყო.
ღონისძიების მთავარ მიზანს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განვითარება, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და მოტივაციის გაზრდა წარმოადგენს.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ასამდე სამხატვრო სტუდიის 1300-მა მონაწილემ. მათ შორის გამოჩეულად გვინდა აღვნიშნოთ სამხატვრო სახელოსნო სტუდია "მონეს" მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე კომპოზიცია და პეიზაჟები. „ამ გამოფენაზე ჩემი ერთი ნახატი გამოიფინა. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. ერთი ნამუშევრის შესაქმნელად ზოგჯერ რამდენიმე კვირაც კი მჭირდება”, - ამბობს თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე სალომე მამნიაშვილი.
გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით, სტუდია "მონეს" ხელმძღვანელმა ია აფციაურმა მიმართა. მან განაცხადა, რომ მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. ქალბატონმა იამ მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა.
„ეს ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია და მნიშვნელოვანია, რომ მათ მიიღონ განათლება და მისცენ ნიჭს განვითარების საშუალება. მინდა აღვნიშნო, რომ სამხატვრო სახელოსნო სტუდია "მონე" ერთ-ერთი გამორჩეულია და სწორედ სკოლა და მასწავლებლები აძლევენ მოსწავლეებს უნარების განვითარებისა და ცოდნის შეძენის შესაძლებლობას“, - აღნიშნა ია აფციაურმა.
ბავშვთა და მოზარდთა ნამუშევრების გამოფენის "მე მინდა საქართველო მიცნობდეს", დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს მედლები და სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ შპს "კრეატივ ივენთის" მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ბავშვთა და მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა უკვე მერვე წელია რაც იმართება.
ავთანდილ ოთინაშვილი
ნანახია: 895
მსგავსი სიახლეები
clickss