თბილისის აზერბაიჯანულმა, პროფესიულმა, სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა საქართველოს რეგიონებში თეატრალური ტურნე დაიწყო!

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანულმა, პროფესიულმა, სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში, თეატრალური ტურნე გამართა.
თეატრალური ტურნეს ფარგლებში, საგასტროლოდ მოგზაურობა სპექტაკლებით ფარვინ ნურალიევას "არ იტირო როცა მოვკვდები" და აზიზ ნესინის "მომკალ მომკალ ჩემო კარგო" იქნება წარმოდგენილი.
7 მაისს 16:00 საათზე ქ. მარნეულში კულტურის ცენრში გაიმართა ფარვინ ნურალიევას "არ იტირო როცა მოვკვდები"-ს მოტივებზე დადგმული სპექტაკლის ჩვენება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია თურგაი ველი-ზადე.
13 მაისს 16:00 საათზე ქ. გარდაბნის კულტურის ცენრში ჩატარდა აზიზ ნესინის "მომკალ მომკალ ჩემო კარგო" - ს მოტივებზე დადგმული სპექტაკლის ჩვენება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი აფხაზავა.
4 ივნისს 18:00 საათზე ქ. ბოლნისის თეატრში გაიმართა ფარვინ ნურალიევას "არ იტირო როცა მოვკვდები"-ს მოტივებზე დადგმული სპექტაკლის ჩვენება. დამდგმელი რეჟისორი თურგაი ველი-ზადე. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია თურგაი ველი-ზადე.
საქართველოს კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისის აზერბაიჯანული, პროფესიული, სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტრაკლების ჩვენებამ სრული ანშლაგის პირობებში ჩაიარა. მათ მაყურებლების უდიდესი მოწონება და სიყვარული დაიმსახურეს და შეკრებილი "პუბლიკა" არც "აპლოდისმენტებს" იშურებდნენ თეატრალური დასის მისამართით.
თეატრის პროფესიონალი ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ თბილისის აზერბაიჯანული, პროფესიული, სახელმწიფო დრამატული თეატრი საქართველოს კულტურის ეროვნული მონაპოვარია და იგი ემსახურება ქართული მრავალენოვანი და მრავალწახნაგოვანი საზოგადოებრივი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო განვითარების საქმეს.
ნანახია: 990
მსგავსი სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ
ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG
გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება
მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის
clickss