ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის თაობაზე ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სპეციალური ოპერაცია ქალაქ ბათუმში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირების მიზნით,“ - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნანახია: 1143
მსგავსი სიახლეები

პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მ
პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა
სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია
TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია

შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს
მეგი დიასამიძეს 2000 - ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს
clickss